კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები
კეთილი საქმეები - ციტატები, გამონათქვამები კეთილი საქმეები, გამონათქვამები, ციტატები
არა მხოლოდ ბოროტების ქმნა, არამედ - სიკეთის აღუსრულებლობაც მკაცრად განისჯება.
სადაც რწმენა არა აქვთ, იქ არც კეთილ საქმეებს აღასრულებენ, იმიტომ, რომ კეთილად ყოველ საქმეს, უპირველესად, სწორედ კეთილი განზრახვა შეიქმს, ხოლო იგი ოდენ რწენიდან აღმოცენდება.
ხშირად მიმართე აზრითა და გულით უფალს - სათნოებათა სათავეს და თავადაც იქმ მისი შეწევნით კეთილ საქმეებს და მაშინ ნურც ნურავისი და ნურც ნურაფრის გეშინია ქვეყანაზე
რწმენა მხოლოდ იმისა, რომ ღმერთი არსებობს, ჯერ კიდევ არ არის საკმარისი; ეშმაკებსაც სწამთ; რწმენა საქმით უნდა გავამართლოთ: სწორედ ასეთ რამეს ითხოვს ჩვენგან ქრისტე.
სიტყვით გამოთქმული რწმენა კი არ გვაცხოვნებს, არამედ - რწმენასთან შერწყმული საქმეები (იაკ. 1,22; გალ. 5,6).
რწმენა საქმეთა გარეშე მკვდარია. ის - აზრების რწმენაა და არა - გულისა, არა - სიცოცხლისა.
შინაგანი რწმენა მკვდარია გარეგნული საქმეების გარეშე არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია მისი ცხოვრების შესახებ მსჯელობა, არამედ იმიტომაც, რომ საქმეთა გარეშე შეუძლებელია თავად მისი არსებობა, ისევე, როგორც შეუძლებელია ... იხილეთ სრულად
როგორც ცეცხლის თვისებაა თბობა, წყლის - მორწყვა, ნათლის - ნათება: ასევე ცხოველ რწმენას ახასიათებს გამოვლენა კეთილ საქმეებში.