თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები
თავმდაბლობა - ციტატები, გამონათქვამები თავმდაბლობა, გამონათქვამები, ციტატები
შვილო, სრული მორჩილება და სიმდაბლე შეიყვარე და გეცოდინება, რომ სჯულიერად იღვწი.
მორჩილება თავის თავში სიმდაბლეს მოიცავს, ხოლო სადაც სიმდაბლეა, იქ არის კანონიერებაც და უსაფრთხოებაც.
მორჩილების წიაღში სრული სიმდაბლე სუფევს. იქ კი, სადაც სიმდაბლეა, ქრისტეს, ღვთის სურნელებაა.
მორჩილება აღასრულე, გულისსიტყვები მეყსეულად განაგდე, უკანასკნელი იყავი, თუ გსურს პირველი გახდე.
ერს განშორებული მონაზვნის ანაფორაზე მდაბალი განა რა არის? სოფლის სიხარულს მოცილებული მონაზონი საკუთარ ცოდვებს დასტირის, რათა სულმა მშვიდი სინდისისგან შობილი ნამდვილი სიხარული იპოვოს.