როგორც აბრაამს ქანაანის ქვეყანაში მუდმივი საცხოვრებელი არ ჰქონდა, არამედ მემკვიდრეობით კუბო გააჩნდა, ასევე ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება მხოლოდ სასტუმრო და კუბოა.
ჩვენი სამშობლო ზეცაშია, აქ კი უცხო ქვეყანაა, რომლითაც ზეცისკენ მივდივართ. ამიტომაც ვართ ზოგჯერ აქ ასე მოწყენილები, რომ არანაირი მიწიერით არ ძალგვიძს, გავფანტოთ ჩვენი იდუმალი ნაღველი; ეს ზეცის მონატრების ნაღველია, როგორც - მშობლიურ...
იხილეთ სრულად
ჩვენი სამშობლო ზეცაშია, აქ კი უცხო ქვეყანაა, რომლითაც ზეცისკენ მივდივართ. ამიტომაც ვართ ზოგჯერ აქ ასე მოწყენილები, რომ არანაირი მიწიერით არ ძალგვიძს, გავფანტოთ ჩვენი იდუმალი ნაღველი; ეს ზეცის მონატრების ნაღველია, როგორც - მშობლიური მხარისა.
ჩვენი ცხოვრების გზას ისე უნდა ვუცქიროთ, როგორც ზეცისკენ მიმყვანებელ გზას; მაშინ ქარაფშუტა დაფიქრდება და მიმართულებას ჭეშმარიტი მიზნისკენ აიღებს; მაშინ მანკიერი მობრუნდება და სათნოებისკენ მიმავალ გზას დაუწყებს ძებნას; მაშინ ნაღვლია...
იხილეთ სრულად
ჩვენი ცხოვრების გზას ისე უნდა ვუცქიროთ, როგორც ზეცისკენ მიმყვანებელ გზას; მაშინ ქარაფშუტა დაფიქრდება და მიმართულებას ჭეშმარიტი მიზნისკენ აიღებს; მაშინ მანკიერი მობრუნდება და სათნოებისკენ მიმავალ გზას დაუწყებს ძებნას; მაშინ ნაღვლიანი, დევნილი და მოძულებული ადამიანი მცირე ხნით ნაღველს მამაცურად გადაიტანს.
საბრალოა ის ადამიანი, რომელიც იმის ნაცვლად, რომ სახლი თავის სამშობლოში აიშენოს, უცხო ქვეყანაში აშენებს მას და არაფერს იმზადებს მამულისთვის, რომელშიც უნდა იცხოვროს!