ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
რაც უფრო დიდია ჩვენი მაგალითის გავლენა სხვებზე, მით უარესი დაგვემართება საკუთარი ცოდვების გამო.
ქსოვილი ისე მოხერხებულად არ იღებს საღებავს, ჰაერიდან ისე სწრაფად და ადვილად არ შეეყრებათ ცხოველებს რაიმე მძიმე დაავადება, რასაც გადამდები სენი ჰქვია, როგორი სისწრაფითაც დაქვემდებარებულნი ითვისებენ უფროსთა ნაკლოვანებებს, უფრო მეტიც... იხილეთ სრულად
როდესაც გემზე მოცურავე უშვებს შეცდომას, ეს მასთან ერთად მოცურავეებს დიდ ზიანს არ აყენებს; ხოლო, როდესაც მესაჭე უშვებს შეცდომას, ამას საყოველთაო სიკვდილი მოაქვს; ასევე ხელქვეითთა ცოდვით დაცემა საზოგადოებას იმდენად არ ავნებს, როგორც... იხილეთ სრულად
ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და ეს უწმინდურების უკიდურესი ხარისხია.
მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისთვის დაისჯებიან, არამედ თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან.
ნეტარია, რომელიც ყრმობიდანვე ემზადება უზენაესი მსაჯულის წინაშე წარსადგომად, რომელიც ყველა ასაკში ჩადენილი ცოდვისთვის მოითხოვს პასუხს.
ცუდი ქრისტიანია ის, ვინც მხოლოდ იმიტომ არ სცოდავს, რომ ხელი და ფეხი აღარ ემორჩილება.
თუ ცოდვის ჩადენას ასაკის მიზეზით შეწყვეტ, ეს შენი უძლურების წყალობით მოხდება. ჩვენ კი ვაქებთ (ღვთის სიტყვაზე დაყრდნობით) მათ, ვინც ნებაყოფლობით არიან კეთილნი, და არა მათ, რომელნიც იძულებულნი არიან, ასე მოიქცნენ
რაც მეტად იზრდება ხე, მით უფრო ღრმად უშვებს მიწაში ფესვებს; ასევე, რაც მეტად იზრდება ცოდვილი ჩვეულება, მით უფრო იმტკიცებს ფესვებს ადამიანის გულში.