სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

1. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის წყალობითაც ის, ღვთის შემეცნების გარდა, არაფერს ანიჭებს უპირატესობას, მაგრამ ასეთ სიყვარულით აღსავსე მდგომარეობას ვერ მიაღწევს ის, ვინც რაიმე მიწიერისაკენ ისწრაფვის. სიყვარული არის სულის კეთილი განწყობა, რომლის

როგორ ვუყუროთ ღვთის ნაბოძვარს?
ყველამ უყურეთ საკუთარ თავს: რა გიბოძათ უფალმა და ის განამრავლეთ. მაგრამ ხსნის არსი ერთია: სიყვარული უფლისა და მოყვასისა.
ყველამ უყურეთ საკუთარ თავს: რა გიბოძათ უფალმა

როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში ღვთიურ ძალასთან ერთად ადამიანის თავისუფალი ნებაც მონაწილეობს. როგორც რწმენის, ასევე სიყვარულის საკითხში

მოყვასისადმი სიყვარული ღვთისადმი ჩვენი სიყვარულის დამადასტურებელიცაა. ჩვენ გვიყვარს ღმერთი იმდენად, რამდენადაც გვიყვარს მოყვასი. მოყვასისადმი სიყვარული ღვთისადმი ჩვენი

თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის გამო ჩვენი სიყვარული ღვთისადმი კარგავს თავის ძალას. თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის გამო ჩვენი

მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის ღვთისადმი სიყვარულს უთანაბრებს: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი“ (მთ. 22, 37–39).
აქ ნათლად ჩანს, რომ ადამიანის სწრაფვა უპირველესად მიმართული უნდა იყოს ღვთისადმი, როგორც უმაღლესი სიკეთისა და სიყვარულის წყაროს სათავისადმი. ღმერთს უნდა ვეკუთვნოდეთ მთელი არსებით, სრულად, განუყოფლად. მაშინ ვპოვებთ მასში ულევ მადლს, სრულ სიმართლეს, ჭეშმარიტ მშვენიერებას; ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის გამო ჩვენი სიყვარული ღვთისადმი კარგავს თავის ძალას. მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის

სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი ზეციდან ეფინება მიწას, ადამიანური კი მიწიდან უნდა მიისწრაფვოდეს ზეცისა და სხვა ადამიანებისაკენ. სრულყოფილი სიყვარული ორმხრივია: ღვთაებრივი

სახარების მთავარი თემა, ღვთისადმი ჩვენი რწმენის საფუძველი, უფლისა და მოყვასისადმი ჩვენი დამოკიდებულების განმსაზღვრელი სიყვარულია. სახარების მთავარი თემა, ღვთისადმი ჩვენი

ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად უნდა აღვზარდოთ და, პირველ რიგში, ღვთის სიყვარული და იმედი შთავუნერგოთ; იმედი იმისა, რომ თუ სწორად იცხოვრებენ, მარტონი არასოდეს იქნებიან და პრობლემებს უფლის შეწევნით აუცილებლად გადალახავენ. ჩვენი შვილები თავიდანვე ძლიერ პიროვნებებად

ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო შემოქმედის ამ სიტყვებშია გაცხადებული: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ეს არის პირველი მცნება. მეორე არის: შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი შენი“ (მკ. 12, 30–31). ადამიანური ნამდვილი ბედნიერების საიდუმლო

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2