ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
ვინც ერთ ვნებას წააქეზებს, რათა მისი საშუალებით სხვები დაასუსტოს, იგი ყველა ვნებას უხსნის კარს.
ვნება ძაღლს ჰგავს. ძაღლი მოგვდევს და მიგვერეკება, როდესაც მისგან გავრბივართ, ხოლო როდესაც ვდგევართ და ვაგდებთ, იგი გაგვირბის; ასევე ცოდვაც მისდევს მას, ვინც დაემონება და ემორჩილება, და უთმობს მას - ვინც ეწინააღმდეგება
ვნებათა დამღუპველი შედეგებისაგან ისე არაფერი გვიცავს, როგორც მტკიცე გადაწყვეტილება იმისა, რომ განვიშორებთ ცოდვისაკენ წამქეზებელს, თუნდაც იგი ჩვენი გულისთვის ახლობელი და საყვარელი იყოს.
ღვთის მონად არ ითვლება ის, ვინც ვნებებს ემსახურება: იგი იმის მონაა, ვინც მას ფლობს.
ვიდრე საკუთარ თავში ამა თუ იმ ვნებას ვკვებავთ, ნეტარი ცხოვრებისათვის არ ვმწიფდებით.
ვნება ხშირად ბუნებრივსაც შერყვნის: ბუნებრივშიც არაბუნებრივს ხედავს, არაბუნებრივს ამართლებს, როგორც - ბუნებრივს.