მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები
მოთმინება - ციტატები, გამონათქვამები მოთმინება, გამონათქვამები, ციტატები
მთელი მონაზვნური ცხოვრების არსი სამი უმთავრესი სახით გამოიხატება: ან განშორებით უნდა იმყოფებოდეს და განმარტოებით მოღვაწეობდეს, ან ვინმე ერთთან თუ ორთან დაყუდებით, ან საძმოში იმყოფებოდეს მოთმინებით.
12. შეეცადე, რომ მრუდე რამ საქმე გააუვნებელყო არა კამათისმოყვარეობის გზით, არამედ იმ საშუალებებით, რასაც განაწესებს სულიერი რჯული, - ესე იგი მოთმინებით, ლოცვითა და შეუძრავი სასოებით.
თითოეულმა მოთმინებით უნდა აიღოს თვისი ჯვარი, ე.ი. ყოველივე, რაც კი სიცოცხლეში შეემთხვევა - შრომა, ჭირი, უბედურება - მოთმინებით უნდა იტვირთოს და ქრისტეს გზასა და კვალს ისე შეუდგეს
უფალი ჩვენი ყოველთა ღარიბთა, საწყალთა და უბედურთა კაცთა აძლევს დიდსა ნუგეშსა, ასწავლის მხნეობასა და სულგრძელებასა მისთვის, რათა მოთმინებითა იტვირთონ ყოველი თვისი უბედურება.
ნუ შეძრწუნდები, თუნდაც ყოველდღიურად ეცემოდე და ღვთის გზას ზურგს ნუ შეაქცევ, არამედ მამაცურად იდექი და შენი მფარველი ანგელოზი შენს ამ მოთმინებას უეჭველად დააფასებს.
გზა სასუფევლისა ვიწრო არს და მძიმე; მრავალი მოთმინება უნდა იხმაროს კაცმა, დიდი ძალა უნდა დაატანოს თავის თავს, უკეთუ სურს სვლა გზასა ზედა სათნოებისასა.
კეთილი სული მოყვასისათვის წყალობას გაიღებს და არა მხოლოდ მის უმადურობას იტანს სულგრძელად, არამედ მოთმინებით იღებს მისგან შეურაცხყოფასაც.
ცრემლით ითხოვე და მორჩილებით ეძებე, მოთმინებით დარეკე; რადგან ის, ვინც ამგვარად ითხოვს, მიეცემა; ვინც ეძიებს - იპოვის და ვინც რეკს - გაეღება
106. თავი დააღწიე განსაცდელს მოთმინებისა და ლოცვა–ვედრების გზით, ხოლო თუ ამათ გარეშე შეეწინააღმდეგები, უფრო მეტად დაგესხმის თავს.
ყოველი ქმნილების შემოქმედის განმარისხებელი ვალდებულია, მოთმინებით აიტანოს, როდესაც ამ ქმნილებათაგანი აწყენინებს.