განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
თუ ადამიანმა განსაცდელის დროს „ჩამჩით არ იგემა“ ჯოჯოხეთი, შეუძლებელია ღვთის მადლი იხილოს.
სასოებდე მას, რომელმაც თქვა: „არა დაგიტეო, არცა დაგაგდო შენ“ (ებრ. 13, 5). ჩვენს ძალებზე აღმატებულ განსაცდელს ის არ დაუშვებს.
ძალაზე აღმატებული განსაცდელის მიზეზი სიმხდალე, ნელთბილობა და ზარმაცი ნება ხდება ხოლმე.
ღვთის შიში რომ გვქონდეს, განსაცდელში არ ჩავცვივდებოდით; საკუთარი თავი ღმერთზე მეტად რომ არ გვიყვარდეს, ცოდვისკენ არ მივიდრიკებოდით.
ღვთის ნათელი ჩვენშია, მისი ნების შეცნობას კი წმინდა წერილიდან ვსწავლობთ; სინდისიც კომპასივით გვიწევს მეგზურობას. ეს ყოველივე გონებას გვინათებს, როცა განსაცდელის წინაშე ვდგებით.