სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
უფალი ჩვენგან არასდროს მოითხოვს ანგარიშს დიდებულ საქმეებში, არამედ მხოლოდ მცირეზე ერთგულებას ითხოვს.
უმჯობესია, იყო სრულყოფილი ნაკლებად სრულყოფილში, ვიდრე არასრულყოფილი მეტად სრულყოფილში.
არა ასპარეზის სირთულით იზომება უფლის წინაშე ჩვენი დამსახურება, არამედ - მისდამი სიყვარულისა და ერთგულების საზომით, რითაც ყოველი ჩვენთაგანი ემსახურება მას, სულ ერთია, დიდი იქნება თუ მცირე. - მიწიერი გაგებით.
ღვთისთვის სათნო დიდებული საქმეები კი არაა, არამედ - დიდი სიყვარული, რომლითაც ისინი კეთდება. არაფერია დიდებული, როცა მცირედ უყვართ, და არაფერია მცირე, როცა ძალიან უყვართ.
მცირისადმი ერთგულებაზეა დამოკიდებული წარმატება დიდ საქმეებში. "გინდა იყო დიდებული, დაიწყე ყველაზე უმცირესიდან". - ამბობს ნეტარი ავგუსტინე.
ის, ვინც დარდობს იმაზე, რომ არ შეუძლია ბევრის კეთება, მცირესაც ვერ აკეთებს
არც ერთი მდგომარეობა არ არის ადამიანთა შორის ისეთი, რომლითაც შეუძლებელი იქნებოდა უსასრულოდ განდიდება, ან იმით რასაც ვაკეთებთ, ან იმით, რასაც ვითმენთ.
დამამცირებელი არაა იყო თანამდებობაზე მაღლა: დამამდაბლებელია, შენი საქმეებით მასზე დაბლა იდგე.
როგორც ქმნილებათა სხვადასხვაგვარობა შეადგენს სილამაზეს ნივთიერ სამყაროში: ასევე ტალანტთა სხვადასხვაობა და ადგილი ადგილი ადამიანთა საზოგადოებაში შეადგენს სულიერი სამყაროს სილამაზეს.