სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები
სათნოებები - ციტატები, გამონათქვამები სათნოებები, გამონათქვამები, ციტატები
პატივმოყვარის მიერ აღსრულებული სათნოება "შემუსვრილი მსხვერპლია" (ლევ. 22, 22) და ღვთის სამსხვერპლოზე შეწირული არ იქნება.
როგორც ნაყოფი ნესტიან ადგილას მალე ფუჭდება, ასევე კვდება პატივმოყვარეობით აღსრულებული სათნოება.
ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს და ვიზრუნოთ მსუბუქზე, ვიდრე ადვილია, რათა არ დამძიმდეს, რადგან სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდ სიკეთემდე ან ბოროტებამდე მივყავართ.
ცოდვა თავისთავად სასჯელია (იერ. 2, 19; რომ. 2, 9), ისევე, როგორც სათნოება თავისთავად ჯილდოა (მათე 5, 6).
ვერაგი მტერი არა მხოლოდ ვნებებით, არამედ თვით სათნოებებითაც კი წააბორძიკებს ადამიანს.
ნუ იფიქრებ, რომ თუნდაც სულ ცოტათი მაინც ზნეობრივი გახდი, ვიდრე თავს ყველაზე უარესად არ ჩათვლი
ყოველთვის იმაზე კი ნუ იფიქრებ, რაც გაქვს, არამედ იმაზე, რაც არ გაქვს; უფრო მეტად უნდა წუხდე იმ სათნოებებზე, რომლებიც არ გაქვს, ვიდრე თავი მოგქონდეს იმით, რაც გაქვს.
ბევრი აღასრულე თუ ცოტა - შენი წოდებით - ღვთის სადიდებლად, თავს ნუ აღიმაღლებ ამით, არამედ თავმდაბლად თქვი: "არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაი, რომელი იყო ჩემ თანა" (1 კორ. 15, 10).
ჩვენი საკუთარი ძალებით არცერთი კეთილი საქმის ქმნა არ ძალგვიძს, ამიტომ, თუკი ღვთის შეწევნით ვნებებს დათრგუნავ და საკუთარ თავს უკეთესად ჩათვლი, დაემსგავსები ხაზინადარს, რომელიც სახელმწიფო ფულის მიღებით თავს მდიდრად ჩათვლის.