შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მაცხოვარი იესო ქრისტე ვიდრე სრულ ჰასაკის მოსვლამდე და სახარების ქადაგების დაწყებამდე სცხოვრებდა იოსებ ხუროს სახლში და ეხმარებოდა მას ხუროობაში. უდიდესი მოციქულთა შორის პავლე, როდესაც თავისუფალ დროს იპოვნიდა ქადაგებითგან, იწყებდა თ... იხილეთ სრულად
ყოველმა კაცმა ერთი რომელიმე საქმე უნდა გამოარჩიოს, უქმად არ უნდა იყოს არავინ, ხოლო სახელდობრ რომელი შრომა, ანუ მუშაობა არის უმჯობესი მისთვის, ამას შეატყობინებს მისი ჭკუა და გამოცდილება.
მრავალნი პირნი ესრედ ფიქრობენ, ვითომც შრომა ანუ მუშაობა ორნაირია და ორად განიყოფა: ზოგიერთი შრომა და მუშაობა არის უკადრისი, შემარცხვენელი და დაბალი, და ზოგიერთი არის მაღალი, საქებო და საკადრისი. ესრეთ ორად განყოფა შრომისა და მუშაო... იხილეთ სრულად
როგორ უნდა იფიქროს კაცმა, რომ მუშაობა არის სათაკილო და სასირცხო საქმე? მუშაობა კი არ დაგამდაბლებს შენ, ძმაო ჩემო, ვინც გინდა იყო, არამედ უქმად დროების განტარება, რომელი არის დედა ყოვლისა ცოდვისა.
ჩინეთის ხელმწიფე ანუ იმპერატორი, რომელსა სამასი მილიონი ქვეშევრდომი ჰყავს და სიმდიდრე აქვს აურაცხელი და წარმოუდგენელი, ყოველ წელიწადს, ერთ დანიშნულ დღეს, გამოვა მინდორში თავისი შვილებით და დიდებულებითურთ, თავისი საკუთარის ხელით შე... იხილეთ სრულად
ქვეყანაზედ არ არის ისრეთი მუშაობა, რომელი კაცს აძლევდეს სარგებლობას, გარნა შემაგინებელი კი იყოს მისის ღირსებისა. საღმრთო წერილი მარადის სიტყვითა და მაგალითითა გვასწავლის, რომელ მუშაობა არის საქმე კეთილი, საქები და ღვთის სათნო. წმი... იხილეთ სრულად
70. თესლი არ გაიზრდება მიწისა და წყლის გარეშე, და ადამიანიც სარგებელს ვერ მიიღებს ნებაყოფლობითი შრომისა და საღვთო შეწევნის გარეშე.
7. ხარ რა სწავლისმოყვარე, იყავი შრომისმოყვარეც, რადგან ლიტონი ცოდნა აამპარტავნებს ადამიანს (I კორ. 8.1).
უპირველეს ყოვლისა "შეიცან თავი შენი". ანუ შეიტყვე საკუთარი თავის შესახებ, როგორი ხარ. როგორი ხარ სინამდვილეში, და არა როგორი გგონია, რომ ხარ. ასეთი ცოდნით ყველა ადამიანზე ბრძენი ხდები. მდაბლდები და უფლისაგან მადლს იღებ. ხოლო თუკი ... იხილეთ სრულად