პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2);...
იხილეთ სრულად
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავნი 16,18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკობი 4,6).
ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღ...
იხილეთ სრულად
ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღვაწეობისას დიდ სიძნელეებთან უხდებათ შებმა (გულზე ნადები სიმძიმისაგან სულისკმევას განიცდიან); მაშინ, როდესაც ისინი, როდესაც ბევრს იღვწიან უდიდესი სიმდაბლითა და ღვთის იმედით, გულით ხარობენ, სულით კი, თითქოს ფრთები შეისხაო,...
ამპარტავნებაში მყოფს ღმერთი არ ეხმარება ვნებების მოკვეთაში – უმეტესად რომ არ გამედიდურდეს. როცა იგი თავის თავს შეიძაგებს მუდამდღე დაცემით, შეიცნობს საკუთარ უძლურებას და დამდაბლდება, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდება მას ღვთიური მადლით, და...
იხილეთ სრულად
ამპარტავნებაში მყოფს ღმერთი არ ეხმარება ვნებების მოკვეთაში – უმეტესად რომ არ გამედიდურდეს. როცა იგი თავის თავს შეიძაგებს მუდამდღე დაცემით, შეიცნობს საკუთარ უძლურებას და დამდაბლდება, მხოლოდ მაშინ მიუახლოვდება მას ღვთიური მადლით, და მაშინღა იწყებს იგი მისი შემწეობით სულიერი კიბის საფეხურზე ზეასვლას.
ყველაზე უბედურნი ამქვეყნად ღვთისაგან განდგომილი ადამიანები არიან. ისინი ვერც ამ და ვერც მომავალ ცხოვრებაში ბედნიერები ვერ გახდებიან, მაგრამ იმათზე უბედურნი ეშმაკები არიან, ათასობით წლის უკან რომ განშორდნენ ღმერთს, კვლავ მოუნანიებე...
იხილეთ სრულად
ყველაზე უბედურნი ამქვეყნად ღვთისაგან განდგომილი ადამიანები არიან. ისინი ვერც ამ და ვერც მომავალ ცხოვრებაში ბედნიერები ვერ გახდებიან, მაგრამ იმათზე უბედურნი ეშმაკები არიან, ათასობით წლის უკან რომ განშორდნენ ღმერთს, კვლავ მოუნანიებელნი დარჩნენ და, ბოროტებითა და ამპარტავნებით ღმერთს დაშორდნენ.
მდაბალი და კეთილი ადამიანი, რომელსაც სისუფთავე, შინაგანი და გარეგანი სიმშვიდე გააჩნია, სულიერი სიღრმის მფლობელიცაა: იგი ღრმად სწვდება ღვთაებრივ აზრებს და ცხოვრობს საღვთო საიდუმლოებებით, უდიდეს სარგებელს იღებს, მისი რწმენა კი – კიდ...
იხილეთ სრულად
მდაბალი და კეთილი ადამიანი, რომელსაც სისუფთავე, შინაგანი და გარეგანი სიმშვიდე გააჩნია, სულიერი სიღრმის მფლობელიცაა: იგი ღრმად სწვდება ღვთაებრივ აზრებს და ცხოვრობს საღვთო საიდუმლოებებით, უდიდეს სარგებელს იღებს, მისი რწმენა კი – კიდევ უფრო იმატებს.ამპარტავანი კი, არა მხოლოდ გონებადაბნელებულია, არამედ შინაგანად და გარეგანადაც მუდმივად შფოთავს. ამას გარდა იგი თავისი ეგოისტური აზრების სიმჩატის გამო ყოველთვის განსახილველი საგნების ზედაპირზე ჩერდება, რა...
კაცი, რომელსაც არც სიმდაბლე გააჩნია და არც კეთილი ზრახვები, სავსეა ეჭვებითა და გაურკვეველი კითხვებით, და რადგან ამის გამო ყოველთვის გულდამძიმებულია, მას თავიდან დიდად დამთმენი სულიერი მოძღვარი ესაჭიროება, რომელიც მუდმივად აუხსნის ...
იხილეთ სრულად
კაცი, რომელსაც არც სიმდაბლე გააჩნია და არც კეთილი ზრახვები, სავსეა ეჭვებითა და გაურკვეველი კითხვებით, და რადგან ამის გამო ყოველთვის გულდამძიმებულია, მას თავიდან დიდად დამთმენი სულიერი მოძღვარი ესაჭიროება, რომელიც მუდმივად აუხსნის მას, სანამ მისი გონება და გული იმდენად არ განიწმინდება, რომ ის უკვე თვითონვე შეძლებდეს ყველაფრის ნათლად დანახვას.
ვინც თავმდაბალი და მგრძნობიარე ადამიანის წინაშე თავს დაიმდაბლებს, დიდ სარგებელს მიიღებს. ხოლო თუ ისეთი ადამიანის წინაშე დამდაბლდები, ვინც არ იცის, თუ რა არის სიმდაბლე, რჩევას კითხავ მას, ან შენს ნაკლოვანებებს მოუყვები, ამით მას კი...
იხილეთ სრულად
ვინც თავმდაბალი და მგრძნობიარე ადამიანის წინაშე თავს დაიმდაბლებს, დიდ სარგებელს მიიღებს. ხოლო თუ ისეთი ადამიანის წინაშე დამდაბლდები, ვინც არ იცის, თუ რა არის სიმდაბლე, რჩევას კითხავ მას, ან შენს ნაკლოვანებებს მოუყვები, ამით მას კიდევ უფრო ამპარტავანსა და თავხედს გახდი.
უმეტეს საცდურებს ჩვენ თვითონვე ვუქმნით საკუთარ თავს, როცა სხვებთან ურთიერთობისას საკუთარ "მეს" წარმოვაჩენთ, ანუ საკუთარი თავის ამაღლებას ვცდილობთ. არავინ ადის ზეცაზე მიწიერი ამაღლების გზით, არამედ – სულიერი დამდაბლებით. ვინც დაბლა...
იხილეთ სრულად
უმეტეს საცდურებს ჩვენ თვითონვე ვუქმნით საკუთარ თავს, როცა სხვებთან ურთიერთობისას საკუთარ "მეს" წარმოვაჩენთ, ანუ საკუთარი თავის ამაღლებას ვცდილობთ. არავინ ადის ზეცაზე მიწიერი ამაღლების გზით, არამედ – სულიერი დამდაბლებით. ვინც დაბლა დადის, ის ყოველთვის უსაფრთხოებაშია და არასდროს ეცემა.
ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ემსახურებიან, მაგრამ ამპარტავნებით, თავიანთ სათნოებებს ისე აფუჭებენ, როგორც ერბო-კვერცხს, მასში მოხვედრილი სკორე: მაშინ ის მხოლოდ ტაფასთან ერთად გადასაგდებად თუ გამოდგება.