ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ყველა ღონე იხმარე, რათა არავის გაუკეთო ბოროტება და ყველა ადამიანის მიმართ სუფთა გული გქონდეს.
ადამიანების უძლურება იქამდე მივიდა, რომ კეთილი ადამიანი ბოროტთა საზოგადოებაში შესვლისას თვითონაც ბოროტი ხდება, მაშინ, როდესაც ბოროტები იშვიათად ხდებიან კეთილნი.
კეთროვანი სუფთასაც აავადებს; ასევე ბოროტებთან ურთიერთობა კარგ ადამიანებსაც რყვნის
გაიძვერა გაიძვერას ხაფანგში იტყუებს, ცოდვილიც თავის მსგავსს ბოროტების სიღრმეში ითრევს
როგორც კარგ ადამიანებთან ურთიერთობა არის ისეთი სკოლა, რომელშიც ადამიანი წიგნის გარეშე განისწავლება ქრისტიანულ ფილოსოფიაში, ანუ - პატიოსან ცხოვრებაში, ასევე, პირიქით, ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა ხდება მიზეზი უკიდურესი გარყვნისა
ბოროტი ადამიანები მეტ ზიანს აყენებენ, ვიდრე - შხამიანი გველები; იმიტომ, რომ ისინი აშკარად ატარებენ თავიანთ შხამს, ესენი კი ჩუმად და უგრძნობლად ასნებოვნებენ.
როდესაც ბოროტი ადამიანი საკუთარი თავის მტერია, განა ძალუძს ბოროტების გარდა რაიმე გაუკეთოს სხვებს?
კვამლი და მყრალი ანაორთქლი, იმდენად არ წვავს თვალებს, რამდენადაც ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა აწყლულებს სულს.