ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები
ბოროტება - ციტატები, გამონათქვამები ბოროტება, გამონათქვამები, ციტატები
ცოტაა, თუ მოყვასს ბოროტებას არ უკეთებ; გაუკეთე მას სიკეთე, თორემ აყვავებულ, მაგრამ უნაყოფო ხეს დაემსგავსები.
საკმარისი არ არის ბოროტებისაგან თავის შეკავება, თუ სიკეთეს არ გააკეთებ. ცოტაა ის, რომ არავის ავნო, უნდა ეცადო, რომ ბევრისთვის იყო საჭირო.
ხის მჭამელი მატლი მას აზიანებს; ასევე ბოროტებაც, იკვებება ადამიანის გულით და ჭამს მას.
ვინც სხვისთვის ბოროტების გაკეთებას ფიქრობს, იგი თვითონ მიიღებს მას, ვიდრე გაკეთებას მოასწრებდეს.
თუ ბოროტების დათმენა არ გსურს, ნურც მის ქმნას მოისურვებ. ამ უკანასკნელს აუცილებლად მისდევს პირველი. "რამეთუ რაიცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს" (გალ. 6, 7).