სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
რაც უფრო ფართოა ჩვენი მოღვაწეობის სარბიელი, მით უფრო მნიშვნელოვანია პატივი, რომლითაც ვსარგებლობთ; მით მეტად ვართ ვალდებულნი, საკუთარი კეთილი მაგალითით წინ აღვუდგეთ ბოროტს და შევეწიოთ სიკეთეს.
მტკივნეულია, როდესაც ბოროტება კეთდება, მაგრამ უფრო მტკივნეულია, როდესაც სიკეთისგან ბოროტებას ქმნიან!
უფალი ხშირად უშვებს მოხდეს რამე მრავალი ადამიანის სასარგებლოდ. ის არასდროს აკეთებს მხოლოდ ერთ სიკეთეს, არამედ სამ-ოთხ სიკეთეს ერთად. ბოროტებასაც არასდროს უშვებს, თუ მისგან მრავალი სიკეთე არ მომდინარეობს. ყველაფერს: შეცდომებსაც, ხი... იხილეთ სრულად
სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: - “თავის უარყოფით”. როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის... იხილეთ სრულად
სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება. სიკეთე არის იმგვარი რამ, რისი შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია. მაგრამ ადამიანს, ვისაც ღმერ... იხილეთ სრულად
როცა ერთი ადამიანი მეორეს სიტყვით ან საქმით რაიმე სიკეთეს მოუტანს, ამაში ორივემ ღვთის წყალობა დაინახოს. ამის ვერ მცნობელს დაამარცხებს მცნობელი.
კეთილი ადამიანი ყველას კეთილად ხედავს, ბოროტი და მზაკვარი კი - მხოლოდ ირიბად, იგი სწორადმავლებზეც კი ეჭვობს, აყვედრის, განსჯის და ავსიტყვაობს.