განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები
განსაცდელები - ციტატები, გამონათქვამები განსაცდელები, გამონათქვამები, ციტატები
ქრისტეს სიყვარულს სხვა სიყვარული ნუ განგაშორებს. ქრისტე რომ მოიპოვო, ყოველივე ნაგევად ჩათვალე. ამ ცხოვრების ჭირი მომავალ დიდებასთან შედარებით, რომელიც მებრძოლებს მიეცემათ, არაფერია (რომ. 8, 18).
დასაწყისში ქრისტესმიერ ცხოვრებას დიდი შრომა სჭირდება და თან სხვადასხვა განსაცდელი ახლავს, მაგრამ დროთა განმავლობაში ისინი მცირდება და სულიერი ნუგეში მოდის – ღვთის მადლის მოხილვის ჟამს სულიერ ტკბობასა და სიხარულს განიცდი.
მუდმივად იმეორე იესოს ლოცვა, რადგან ეს ყველაფერში დაგეხმარება, ყოველგვარ დაბრკოლებას განაქარვებს და წმინდა მიზანს მიაღწევ.