ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
რა მწუხარებაც უნდა შეგემთხვეს, ნურავის დაადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა, და თქვი: "ეს ჩემი ცოდვების გამო დამემართა".
ჩვენი ცოდვები, რითაც უფლის სახიერებას შეურაცხვყოფთ, ბევრად მეტია, ვიდრე - ღვთის სასჯელი, როგორიც არ უნდა იყოს იგი: ღმერთი, თავისი უდიდესი გულმოწყალების გამო, ყოველთვის ნაკლებად გვსჯის, ვიდრე ჩვენ ვიმსახურებთ
ერთ რამეს ერიდე და გეშინოდეს ყველაზე მეტად - ცოდვისა; მწუხარება, დარდი - ეს სულიერი მკურნალობაა.
როგორც ზოგჯერ სხეულის ექიმი ხორცის წყლულს მტკივნეულად მოწვავს ან რკინით ამოკვეთს და ხელოვნურ ტკივილს აყენებს ადამიანს, რათა განკურნოს მისი სნეულება, მსგავსად ამისა, სულისა და სხეულის ექიმი იყენებს მწუხარების იარაღს, რათა ამოძირკვო... იხილეთ სრულად
განა ცხვრებს უფლება აქვთ, იწუწუნონ, როცა მწყემსი მათ ერთი ადგილიდან მეორეზე გარეკავს, სჯის კიდეც, რადგან სურს, უფსკრულს განარიდოს, რომელშიც ადვილად ჩაცვივდებოდნენ? - განა ჩვენ კი გვაქვს უფლება, მამაზეციერს ვაყვედროთ, თუ იგი, ცოდვი... იხილეთ სრულად
თუ ცოდვები გაქვს, ისინი ადვილად დაიფერფლება და შეიმუსრება მწუხარებით. ხოლო თუკი სათნოება გაქვს, მწუხარებისგან იგი უფრო ნათელი და ბრწყინვალე ხდება.
ღმერთი ჩვენზე რომ ზრუნავს, ამის ნიშანი ისაა, რომ უბედურებებითა და მწუხარებებით კურნავს ჩვენს ცოდვებს.
რა საშინელება, რა სასოწარკვეთილება ელის რჯულისგარდამავალს, რომელიც ჯიუტობს და ცოდვისადმი თავის მიდრეკილების დაძლევა არ სურს, როდესაც საღმრთო ხმა მას აუწყებს, რომ სულ მალე მართალი მსაჯულის წინაშე წარსდგება, რომელიც მას საქმეთა მიხე... იხილეთ სრულად