წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე ოქროპირი - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე ოქროპირი | გამონათქვამები, ციტატები
იწვა ლაზარე კარებთან, ჭრილობებით დაფარული, შიმშილით გატანჯული. ძაღლები მოდიოდნენ და ულოშნიდნენ ჭრილობებს. ძაღლები ადამიანებზე უფრო კაცთმოყვარენი იყვნენ, ლოკავდნენ ლაზარეს ჭრილობებს, წმენდნენ და ჩირქს აცლიდნენ. ის კი იწვა დავრდომილ... იხილეთ სრულად
თუ ოდესმე ადამიანი ეშმაკის ძალაუფლებაშია, ყველაზე მეტად ეს სიმთვრალის დროს ხდება.
წყენების სანაცვლოდ, რომელიც უსამართლოდ დავითმინეთ, ვისგანაც არ უნდა ყოფილიყო იგი, ღმერთი ან ცოდვათა მიტევებას გვაძლევს, ანდა გვასაჩუქრებს.
უმარხულობა ნიშნავს პირუტყვთა მიმსგავსებას. პირუტყვთა არ იციან მარხვა. არ შეიძლება, რომ ცეცხლი წყალში დაინთოს, არ შეიძლება სინანული უმარხულოდ.