რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხა...
იხილეთ სრულად
რომ არა შენი საკვირველი შობა, კაცობრიობას არ ეყოლებოდა მაგალითი უაღმატებულესი სიყვარულისა და მშვიდობისმყოფელისა, ჭეშმარიტი მეფისა, მოძღვრისა და მასწავლებლისა, სახე უზენაესი სიმდაბლისა და თავდადებისა, ერთგულებისა და მეგობრობისა; ხატი ზეციური მამა-ძეობისა.
თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ გულს შეუძლია წყენის პატიება და ეგოიზმის ნაჭუჭში არ ჩაიკეტება, თუ მას სხვათა ტკივილის გაზიარება და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია, ...
იხილეთ სრულად
თუ გული სავსეა რწმენით, სასოებით, სიყვარულით, თუ იქ ადგილი არა აქვს შურსა და მტრობას, თუ გულს შეუძლია წყენის პატიება და ეგოიზმის ნაჭუჭში არ ჩაიკეტება, თუ მას სხვათა ტკივილის გაზიარება და მათთვის დახმარების ხელის გაწვდენა შეუძლია, შეიმოსება ჭეშმარიტი ბედნიერებით, რომელსაც დრო ვერ განაქარვებს, რადგან ასეთი გული სულიწმიდის ტაძრად იქცევა.
არა აქვს მნიშვნელობა, მისკენ ჩვენი გზის სავალი ბეთლემელი მწყემსებივით ხანმოკლე იქნება, თუ მოგვებივით ხანგრძლივი, მთავარია ვპოვოთ იესო, ვპოვოთ ყოვლადწმინდა მარიამი, ჩვენი გამორჩეული მფარველი, და აღარც განვეშოროთ მათ სიცოცხლის ბოლომ...
იხილეთ სრულად
არა აქვს მნიშვნელობა, მისკენ ჩვენი გზის სავალი ბეთლემელი მწყემსებივით ხანმოკლე იქნება, თუ მოგვებივით ხანგრძლივი, მთავარია ვპოვოთ იესო, ვპოვოთ ყოვლადწმინდა მარიამი, ჩვენი გამორჩეული მფარველი, და აღარც განვეშოროთ მათ სიცოცხლის ბოლომდე.
თაყვანი ვსცეთ ჩვილ იესოს, - აბრაამის აღთქმის განცხადებას, მოსეს რჯულის დასრულებას, ახალ პასექსა და ახალ ადამს, პურს ცხოვრებისას და ნათელს სოფლისას, ძეს ღვთისას და ძეს კაცისას, გზას, ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს.