ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენც ვებრძვით მათ; უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით დავემხობით მოწინააღმდეგის წინაშე.
ადამიანს ვნებებისაგან სრულად განთავისუფლება არ ძალუძს. შეიძლება, ისინი ნებისყოფას დაუმორჩილო, მაგრამ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ გქონდეს.
როგორი ვნებებისაგან აღარ გამოვიხსნიდით თავს, თუ ზოგჯერ ცდუნებას მტკიცედ ვეტყოდით ერთ "არა"-ს.
საკუთარი თავისათვის უდიდეს უბედურებად მიიჩნიე, თუ რაიმე სახით შენს ვნებებს დაიკმაყოფილებ. რამეთუ ერთი მათგანის დაკმაყოფილება სხვა მრავალის აღძვრას ნიშნავს.
ვერაგი მტერი არა მხოლოდ ვნებებით, არამედ თვით სათნოებებითაც კი წააბორძიკებს ადამიანს.
მოწყალების გულუხვი გაცემით როდი კოტრდებიან და ღარიბდებიან მდიდრდები, არამედ იმისაგან, რომ ღარიბებისთვის მცირედიც ენანებათ, საკუთარი ვნებებისთვის კი არაფერი.
თავი განსწავლული ადამიანისა, რომელიც ვნებებით ხელმძღვანელობს, არის ვულკანი, რომელიც ცეცხლსა და ფერფლს აფრქვევს.
ადამიანური სიბრძნე მთვარეს ჰგავს, ღამის სიბნელეს უნათებს ადამიანს მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის ნათელს იგი სიბრძნესა და საღვთო ჭეშმარიტებას დაესესხება. შეხედეთ, რა ემართება მთვარეს, როდესაც დედამიწის შავიჩრდილი მის დისკზე წევს? მაში... იხილეთ სრულად