ვნებები - ციტატები, გამონათქვამები
ვნებები - ციტატები, გამონათქვამები ვნებები, გამონათქვამები, ციტატები
შენ გამოგცდის ბოროტი სული - სხეულის ბიწიერი მძლავრი მოთხოვნილების აღძვრით, წარმოიდგინე უმანკო სახე ქრისტესი და გადასწყვიტე: შებილწავ ამ უმანკოებას შენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებით თუ არა? შენ გულფიცხელობ და ვერ აგიტანია მეზობლისა... იხილეთ სრულად
თუ ავისმდომს შეიწყნარებ, მტერი გეყოლება; და თუ ვნებას შეიწყნარებ, იგი შენს წინააღმდეგ ამხედრდება.
გულმა ჭეშმარიტი მშვიდობა მხოლოდ ვნებებთან წინააღმდეგობით შეიძლება დაიმკვიდროს და არა, - მათი მსახურებით.
ის კი არ არის საშიში, რომ ვნებები გვებრძვიან და ჩვენც ვებრძვით მათ; უბედურება ისაა, თუ სიზარმაცით ან დაუდევრობით დავემხობით მოწინააღმდეგის წინაშე.
ადამიანს ვნებებისაგან სრულად განთავისუფლება არ ძალუძს. შეიძლება, ისინი ნებისყოფას დაუმორჩილო, მაგრამ შეუძლებელია, რომ საერთოდ არ გქონდეს.
როგორი ვნებებისაგან აღარ გამოვიხსნიდით თავს, თუ ზოგჯერ ცდუნებას მტკიცედ ვეტყოდით ერთ "არა"-ს.
საკუთარი თავისათვის უდიდეს უბედურებად მიიჩნიე, თუ რაიმე სახით შენს ვნებებს დაიკმაყოფილებ. რამეთუ ერთი მათგანის დაკმაყოფილება სხვა მრავალის აღძვრას ნიშნავს.
ვერაგი მტერი არა მხოლოდ ვნებებით, არამედ თვით სათნოებებითაც კი წააბორძიკებს ადამიანს.