ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დ...
იხილეთ სრულად
ამქვეყნიური სიამოვნება დიდი შრომითა და გარჯით მიიღწევა, წამიერ ტკბობას მრავალგვარი უარყოფითი შედეგი მოსდევს. აქედან გამომდინარე, მას შეუსაბამოდ ეწოდება სიამოვნება. ღვთაებრივ შვებას ასეთი შედეგი არ მოჰყვება, რადგან სულიერი ტკბობა დედამიწაზე მრავალი განცხრომისა და სიამის საწყისია ცათა სასუფეველში. ამის საპირისპიროდ, გარყვნილი ადამიანი ამსოფლიური ტკბობის სანაცვლოდ იძულებულია საუკუნო სასჯელი ეშმაკთან – ბიწიერების მთავარ მოთავესთან ერთად გაიზიაროს.
მონაზვნობაზე მშვენიერი არაფერია, როცა ის ღირსი მამების მიერ დადგენილი წესის მიხედვით ხორციელდება. ვინც ნამდვილი სიხარული ჭარბად მოიპოვა, უფლისმიერ მხიარულობს ნეტარი სასოებით, რომ ღმერთთან ერთად საუკუნო ნეტარებასა და გამოუთქმელ სიხ...
იხილეთ სრულად
მონაზვნობაზე მშვენიერი არაფერია, როცა ის ღირსი მამების მიერ დადგენილი წესის მიხედვით ხორციელდება. ვინც ნამდვილი სიხარული ჭარბად მოიპოვა, უფლისმიერ მხიარულობს ნეტარი სასოებით, რომ ღმერთთან ერთად საუკუნო ნეტარებასა და გამოუთქმელ სიხარულში იცხოვრებს!
უფლის სახლში მისვლა და დამკვიდრება გაცილებით უფრო საამოა, ვიდრე ცოდვილთა სოფელში ცხოვრება (ფსალმ. 83, 10), სადაც ხორცის თაყვანისცემის საცდურია და ჯოჯოხეთი დიდ ნადავლს მოიხვეჭს.
შვილო, დაე, სიკვდილის დაფარული ჟამი, ღვთის საშინელი სამსჯავრო, ცოდვილთა სატანჯველი, სამოთხის საუკუნო შვება მდუმარებისას განსჯისთვის გქონდეს გულში. შენი ცხონება ამაზეა დამოკიდებული.