სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები
სიყვარული - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული, გამონათქვამები, ციტატები
44. ნუ გახრწნი სხეულს ბილწი საქმეებით, ნუ დააბინძურებ სულს ბოროტი გულისთქმებით, მაშინ ღვთიური სამყარო გარდამოვა შენზე და სიყვარულს მოგიტანს.
38. თუკი სიყვარული სულგრძელია და მოწყალე (1კორ. 13,4), მაშინ ცხადია, რომ მრისხანისა და ბოროტმზრახველისათვის უცხოა სიყვარული. მაგრამ ვისთვისაც უცხოა სიყვარული, ის უცხოა ღვთისათვის, რამეთუ "ღმერთი სიყვარული არს" (1იოან. 4,8).
37. ვინც თავისი გულმოდგინებით სიყვარულის ნაყოფი მოიმკო, ის აღარ განშორდება მას, ათასგვარი ბოროტებაც რომ იგემოს. ამაში გვარწმუნებენ ქრისტეს მოწაფე - სტეფანე და მისი მსგავსნი და თავად ქრისტე უფალი, რომელიც მის მკვლელთათვის ევედრებოდ... იხილეთ სრულად
32. როგორც მზის შუქი იზიდავს ჯანსაღ თვალს, ასევე ღვთის შემეცნებაც თავისთავად აღაფრთოვენებს წმინდა გონებას სიყვარულის მეშვეობით.
31. როგორც ცეცხლზე ფიქრი არ ათბობს სხეულს, ასევე ვერც რწმენა შობს სულში შემეცნების ნათელს სიყვარულის გარეშე.
29. როცა ვინმე შეურაცხგყოფს ან გამცირებს, ერიდე მრისხანების გულისთქმებს, რათა მათ, შეურაცხყოფის მიზეზით, სიყარულს არ განგაშორონ და სიძულვილმა არ შეგიპყროს.
26. არა მარტო ქონების გაცემით გამოიხატება სიყვარული, არამედ კიდევ უფრო მეტად - ღვთის სიტყვის ქადაგებითა და ხორციელი შეწევნით.
2. სიყვარული იბადება უბიწოებით; უბიწოება - ღვთის სასოებით; სასოება - მოთმინებითა და სულგრძელობით, ეს უკანასკნელი კი - ყველაფერში თავშკავებით; თავშეკავებულობა - ღვთის შიშით, შიში - ღვთის რწმენით.
ლოცვისას ადამიანი ფერს იცვლის, ფერს იცვლის სამყაროც მის გარშემო. ლოცვა არის დედა და ასული სიყვარულისა, სიყვარულში კი მყოფობის სავსებაა მოქცეული.