სასწაულები - ციტატები, გამონათქვამები
სასწაულები - ციტატები, გამონათქვამები სასწაულები, გამონათქვამები, ციტატები
უფალს ახლაც შეუძლია სასწაულებით ურწმუნონი შეარცხვინოს, ხოლო სულმოკლენი და სუსტნი განამტკიცოს, მაგრამ ამის მიღწევა მას არა იძულებით, ძალდატანებით უნდა, არამედ სურს მასთან თავისუფლად, ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილების შემდეგ მივიდეთ.
სასწაულთა მოვლინებით უფალი კი არ ადასტურებს, რომ ესა თუ ის მორწმუნე სწორად ცხოვრობს, არამედ ღმერთი სასწაულებს ახდენს თავისი ქმნილებისადმი სიყვარულის გამო.
მათ შესახებ, ვისაც აეჭვებდა უფლის სასწაულები, ბერი ამბობდა: "როდესაც ადამიანი ირწმუნებს ქრისტეს აღდგომას და სიტყვით დაადასტურებს, რომ ქრისტე არის ღმერთი, მაშინ ის იოლად შეძლებს ყველა სასწაულის ახსნას".
ადამიანი ბრმაა და ვერ ხედავს, რა ხდება საღვთო ლიტურგიის დროს. ერთხელ ლიტურგიას ვასრულებდი და ვერ შევასრულე დიდი შესავალი იმის გამო, რაც მოხდა: უცებ ვიგრძენი, რომ ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო და წმინდა სამსხვერპლოსკენ წამიყვანა. ვიფი... იხილეთ სრულად
რაც არ გესმის, მისით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ (მთ. 8, 27).
ვინც სასწაულთა შესაძლებლობას უარყოფს, იგი უარყოფს ერთი ცხოველი ღმერთის და ყოვლისშემძლე შემოქმედის არსებობას.
საჭირო არაა ბუნებრივი მტკიცებულებები იმისათვის, რაც ბუნებაზე აღმატებულია, ან ამ მტკიცებულებათა უკმარობის გამო, უარყოფა და ზებუნებრივის არ აღიარება.
სასწაულები არღვევენ ბუნების კანონებს. მაგრამ - ეს სწორედ იმიტომ ხდება, რომ მათი შემოქმედი არის არა ბუნება, არა - ბუნების კანონები, არამედ - შემოქმედი ბუნებისა და მისი კანონების მიზეზი? თუმცა ხანდახან - თავისი მონების მეშვეობით.
ქრისტიანული რელიგიის სასწაულებრივი ქმედება ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია. დაე, ასე იყოს, მაგრამ, "რასაც გონება ვერ წვდება, ეს ჯერ კიდევ არ არის რაღაც ისეთი რამ, რაც მის კანონებს ეწინააღმდეგება".
ქრისტიანული რელიგია ისეთია, რომ თუ მისი დასაბამისა და გავრცელების ისტორიიდან ამოვიღებთ ან გამოვრიცხავთ ყველა სასწაულებრივ ფაქტს, მიუხედავად ამისა, ის არ დაკარგავს თავის სასწაულებრივ ხასიათს და ღვთაებრიობას. "ქრისტიანობა, - ამბობს ... იხილეთ სრულად