სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები
სიკეთე - ციტატები, გამონათქვამები სიკეთე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმასრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად: ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: - “თავის უარყოფით”. როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის... იხილეთ სრულად
სიკეთე ისევე უხილავია, როგორც ყოველივე ის, რაც ცათა შინა ჰგიებს. ბოროტება კი ისეთივე ხილულია, როგორადაც ამქვეყნად არსებული ყოველი ქმნილება. სიკეთე არის იმგვარი რამ, რისი შედარებაც რაიმესთან შეუძლებელია. მაგრამ ადამიანს, ვისაც ღმერ... იხილეთ სრულად
როცა ერთი ადამიანი მეორეს სიტყვით ან საქმით რაიმე სიკეთეს მოუტანს, ამაში ორივემ ღვთის წყალობა დაინახოს. ამის ვერ მცნობელს დაამარცხებს მცნობელი.
კეთილი ადამიანი ყველას კეთილად ხედავს, ბოროტი და მზაკვარი კი - მხოლოდ ირიბად, იგი სწორადმავლებზეც კი ეჭვობს, აყვედრის, განსჯის და ავსიტყვაობს.
თუ შურიანს არ შეუძლია, მოყვასის სიკეთე ნაკლად აქციოს, მაშინ მას ცუდ საფუძველს მიაწერს.
თუ ძაღლებს აჭმევენ, ისინი მორჩილნი ხდებიან; როდესაც ლომს უვლიან, თვინიერდება; შურიანები კი უფრო მეტად მძვინვარდებიან, როდესაც მათ სიკეთეს უკეთებენ.
ნუ ჩათვლი უდიდესად იმას, რაც ცუდზე უკეთესი ჩანს, არამედ სწუხდე იმას, რომ სხვები შენზე კეთილნი არიან.
ყურადღება მივაქციოთ საკუთარ თავს და ვიზრუნოთ მსუბუქზე, ვიდრე ადვილია, რათა არ დამძიმდეს, რადგან სათნოებაც და ცოდვაც მცირედან იწყება და დიდ სიკეთემდე ან ბოროტებამდე მივყავართ.