სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები

სიყვარული ღვთისადმი - ციტატები, გამონათქვამები სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (ინ. 14, 23). სული ქრისტიანისა, ანუ ყოველი ადამიანისა

ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისათვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული. ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა. ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისათვის

ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, და მას წარმოაჩენს მასში საღვთო მადლის არსებობის წყალობით; ამშვენებს და განწმენდს ყველაზე უბადრუკ ტანსაცმელსაც კი, რომელსაც ატარებს მადლცხებული კაცი ღვთისა. ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი

არაფერია იმ სიხარულზე ძლიერი ამ ქვეყნად, რასაც ღვთის სიყვარული ჰქვია, რომელიც ჯერ კიდევ ამ ცხოვრებაში საღვთო სათნოებებთან ერთად უხვად გვეძლევა ღვთის მოშურნე შვილებს, და რომლის მხოლოდ განცდაა შესაძლებელი და არა სიტყვებით გამოხატვა; მაგრამ უმეტესია ის სიყვარული, რომელსაც ღმერთი სამოთხეში გვიმზადებს და ამჟამად არ გვანიჭებს, რადგან მის დატევას ჩვენი თიხიერი გულებით ვერ შევძლებთ! არაფერია იმ სიხარულზე ძლიერი ამ ქვეყნად

მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში სიჯანსაღე და სიცოცხლე შემოაქვთ, რამეთუ ისინი გონების განწმედასა და დახვეწას ემსახურებიან, დაუმორჩილებელ ხორცს თრგუნავენ და გულს ღვთისადმი სიყვარულით ათბობენ, რისი წყალობითაც სულზე ღვთიური მადლი გარდამოდის. მღვიძარებასა და ლოცვას ერთად, სულიერ ზრდაში

ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე ჰყავს; სიყვარულით აღვსილი შეუჩერებლივ ტრიალებს მისი წმიდა სახელის გარშემო და ღაღადებს: "უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე". ნეტარია, ვისაც გულში მთავარი ღერძი – ქრისტე

იმათ, რომლებსაც სურთ მოწამეობრივად იტანჯონ ქრისტეს სიყვარულისათვის, მაგრამ მტანჯველებს გზად ვერ ხვდებიან, შეძულიათ ეს სიყვარული, რომლითაც მათი გულია ანთებული, სხეულებრივ ღვაწლში გამოხატონ, რომელსაც მიცვალებულთა სულებისათვის აღასრულებენ, - იმათთვის, ვინც ცეცხლში იწვის, - რომ მათ თუნდაც ცოტაოდენი შვება მაინც მიიღონ. იმათ, რომლებსაც სურთ მოწამეობრივად იტანჯონ

მგრძნობიარე ადამიანისათვის უმჯობესია ერთხელ დაიღუპოს სიყვარულის გამო თავისი მოყვასის გადარჩენისას, ვიდრე გულგრილი აღმოჩნდეს და შეშინდეს, შემდეგ კი მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნით იტანჯოს. თანამოძმისათვის თავგანწირვა თავის თავში ქრისტესადმი დიდ სიყვარულს შეიცავს. მგრძნობიარე ადამიანისათვის უმჯობესია ერთხელ

ქრისტეს მხურვალე სიყვარული ყოველგვარ ნივთიერ საკვებზე მეტად ასაზრდოებს, სულსა და სხეულს უამრავ კალორიებს აწვდის, ხშირად წამლების გარეშეც კურნავს უკურნებელ სნეულებებს და სულებს ამშვიდებს. ქრისტეს მხურვალე სიყვარული ყოველგვარ ნივთიერ

როცა კაცი თავის გულს უფალს უძღვნის, მაშინ მისი გონებაც ღვთის სიყვარულით ტყვევდება, და იმდენად, რომ მასში ყველაფერ ამქვეყნიურისადმი გულგრილობა ისადგურებს. ის განუწყვეტლივ თავის ზეციურ მამაზე იზრახვის და ღვთაებრივი სიყვარულით შეპყრობილი დღედაღამ, როგორც ანგელოზი, თავის შემოქმედს ადიდებს. როცა კაცი თავის გულს უფალს უძღვნის, მაშინ

სიყვარული ღვთისადმი, გამონათქვამები

2