განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები
განკითხვა - ციტატები, გამონათქვამები განკითხვა, გამონათქვამები, ციტატები
რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
თ.7, 2
ნურასოდეს შეგრცხვება მისი, ვინც შენი თანდასწრებით განიკითხავს მოყვასს, არამედ მიუგე: – კმარა, ძმაო, მე ყოველდღიურად უსასტიკეს ცოდვებში ვვარდები და როგორღა განვიკითხო იგი? – ამგვარად შენ ორ სიკეთეს მოიმოქმედებ და ერთი სალბუნით საკ... იხილეთ სრულად
თუ ძმა მოყვასს შენს წინაშე განიკითხავს, დაუფიქრდი და ნუ გააღიზიანებ მას უფრო მეტად და ნუ ეტყვი – დიახ, ეს ასეა; არამედ ან გაჩუმდი, ან უთხარი მას: მე თვითონაც ცოდვილი ვარ და სხვისი განკითხვა არ შემიძლია. – ამით საკუთარ თავსაც იხსნი... იხილეთ სრულად
თავი ავარიდოთ ავისმეტყველებას, ამ უდიდეს და სამწუხაროდ, ძალზე გავრცელებულ ცოდვას; მომაბეზრებელი ბუზებივით ნუ მივეტანებით სხვის ჭრილობებს; უმჯობესია, მივბაძოთ გონიერ ფუტკარს, რომელიც ყოველთვის ყვავილებზე ჯდება.
ვინც მოყვასის განმკითხველ ენას განერიდება, ის თვითონაც აარიდებს თავს ავისმეტყველების მანკიერებას.
გონს მოიყვანე ცოდვილი, მაგრამ ნუ განიკითხავ დაცემულს; რამეთუ ეს უკანასკნელი ავი საქმეა, პირველი კი – გამოსწორების სურვილი.
ამიტომაც ნაადრევად ნუ განიკითხავთ, ვიდრე არ მოვა უფალი, რომელიც ნათელს მოჰფენს ბნელში დაფარულს და გამოამჟღავნებს გულის ზრახვებს, და მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღმრთის მიერ.
თ. 3–4.