ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვა - ციტატები, გამონათქვამები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ბოროტების და ცოდვის ქმნა თავადაც შეგვიძლია და ვცოდავთ კიდეც, მაგრამ სიკეთის კეთებას უფლის გარეშე ვერ შევძლებთ.
მანკიერება, თუნდაც თავის მხარეს მთელი ქვეყნიერება ჰყავდეს, ყველაფერზე სუსტია: სათნოება კი, თუნდაც მარტო დარჩეს, ყველაფერზე ძლიერია, ვინაიდან თავის მხარეს მას უფალი ჰყავს. ჭეშმარიტად, ვინ იხსნის მას, ვის წინააღმდეგაც უფალია? ვინ და... იხილეთ სრულად
ცოდვა გვიზიდავს იმით, რომ სასიამოვნოა, სათნოების გზა კი ეკლითაა მოფენილი, მაგრამ ვინც ორივეს ნაყოფს შეიცნობს, იპოვის სიტკბოებას სათნოების სიმწარეში და ცოდვის სიტკბოების სიმწარეს.
სოკრატე სათნოებას ცოდნას უწოდებდა: ყოველგვარ ნაკლოვანებას შეიძლება, ეწოდოს უვიცობა, რამეთუ იგი არის გონების სიბრმავე, რადგან მასში ბევრად მეტია ტანჯვა, ვიდრე სიამე.
ნაკლის სისაძაგლესა და საკუთარ არარაობას მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სათნოების სილამაზე და ყოვლისშემძლე შემოქმედის დაუსრულებელი სრულყოფილებანი დაგვატყვევებს.
თუ ცოდვას არ ჩავიდენთ და ღვთის წინაშე გულმოდგინედ არ ვიღვაწებთ, ჰაერში ატაცებული ნახერხივით ვიტრიალებთ ზეცასა და მიწას შორის. ვერც ზეცისაკენ ავმაღლდებით და ვერც მიწაზე ვიდგებით მყარად.