სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები
სხვა ავტორი - ციტატები, გამონათქვამები სხვა ავტორი | გამონათქვამები, ციტატები
შეურაცხყოფილად გრძნობთ თავს? თუ უყურადღებობის გამო გრძნობთ თავს შეურაცხყოფილდ- ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავი ყურადღების ღირსად მიგაჩნიათ; აქედან გამომდინარე გულში მაღალი თვითშეფასება გაქვთ და ქედმაღლობთ. კარგია კი ეს? უსაფუძვლო შე... იხილეთ სრულად
როცა კარგად გამოიძიებ, თუ ვინ არის ქრისტე - რისთვის და ვისთვის დაითმინა საშინელი ვნება და უპატიობა: მიიღებ უდიდეს ნუგეშს ყოველგვარ მწუხარებაში და ყოველ უბედურებას მადლიერებითა და სიხარულით მიიღებ.
ცრურწმენა და ურწმუნოება ხელიხელჩაკიდებულნი მიდიან, ათეისტებს სწამდათ ჯადოქრების, წინასწარმეტყველების; ღვთისადმი ურწმუნოებს კი ღმერთები სწამდათ.
ნუ მიაჯაჭვავ შენს გულს მიწიერ სიკეთეებს, რომელთა ძიებაც დიდ გაწამაწიასთან, მოპოვება - შიშთან, დაკარგვა კი მწუხარებასთან არის დაკავშირებული.
ღმერთთან ერთად უბედურებასა და ტანჯვა-წამებაში თუნდაც ჯოჯოხეთში ყოფნა - სიკეთეა; ღვთის გარეშე თავად სამოთხე და ზეცაც კი არაფერია
რაოდენ ძლიერ იღწვიან მიწიერი სიკეთის მოსაპოვებლად! და განა მასზე მეტად არ უნდა ვიღვაწოთ ზეციური ჯილდოსათვის?
უდიდესი მიწიერი სიკეთეც საკუთარ თავში ატარებს მწუხარების ჩანასახს იმაზე ფიქრით, რომ ის ოდესმე დამთავრდება.
ის მოქალაქე იდგამს მარადიულ ძეგლს თავის მამულში, ვინც თესავს მასში ერთადერთ მარადიულს - ზნეობრივ სიკეთეს.