მტრობა - ციტატები, გამონათქვამები

მტრობა - ციტატები, გამონათქვამები მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

როგორია უფლის მოწყალება ჩვენი სულის ხსნის თაობაზე?
უფლის მოწყალება ამგვარია: რითაც გვმტრობენ, ის ჩვენთვის სასარგებლოა.
უფლის მოწყალება ამგვარია: რითაც გვმტრობენ, ის

უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს უმოქმედობას, რომ ჩვენ ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ ღირსების დაცვა და პატივმოყვარეობა, თავდაცვა და ძალადობა, სიმართლის თქმა და განკითხვა, მხილება და დაბეზღება, დათმენა და სისუსტე.
შეუძლებელია, შენი სახელმწიფოს მტრების მიმართ იყო გულგრილი და არ დაიცვა ქვეყანა, მისი წარსული და მომავალი როგორც სიტყვით, ისე ფიზიკურადაც.
შეუძლებელია, სიწმინდის ტოლფასად ცოდვის აღიარებას გაიძულებდნენ და ეს დაუშვა.
შეუძლებელია, მეგობარს, ზოგადად ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდნენ, ან თუნდაც... უსამართლოდ ეპყრობოდნენ და თანადგომა არ გაუწიო მას.
უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც. უნდა ვიცოდეთ, რომ სიყვარული არ ნიშნავს

image
image თემა: მტრობა
ავტორი: ილია II

როგორ შევიყვარო მტრები, ისინი, რომელნიც უსამართლოდ, საშინლად მექცევიან?

- ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ დამნაშავეს სამართლებრივ ფარგლებში პასუხს მოსთხოვ, მაგრამ ეს ურთიერთობის შედარებით დაბალი დონეა.
საერთოდ კი, შენ უნდა მოინდომო, მას აუხსნა საქმის რეალური ვითარება, რომ გაღიზიანება დაიძლიოს; მაგრამ თუ ეს ქმედება ამაო გამოდგა, იგივე ახლა სხვათა საშუალებით გააკეთე; ხოლო თუ შედეგი ამ შემთხვევაშიც ვერ მიიღე, ეცადე ღვთის სადიდებელად დაითმინო ცილისწამება, რითაც შენს სხვა მრავალ ცოდვას აღხოცავ და სულიერადაც ამაღლდები; მაშინ "მტრის" შხამიანი ქმედებების მიღმა დაინახავ, რომ შენი შეურაცხმყოფელი, ფაქტობრივად, თავისი ნებით წირავს თავს შენი განწმენდისათვის და ამასთან, უღირსი საქციელის გამო, საკუთარ თავს გაუცნობიერებლად, ღვთის რისხვას უმზადებს.
განა რა უნდა იყოს ამაზე მეტი სასჯელი მისთვის! შენ კი, თუ გონიერი ხარ, ასეთ პიროვნებაში დიდ კეთილისმყოფელს აღმოაჩენ, შეიბრალებ და შეიყვარებ მას.
ასე რომ, ჩვენი პირადი მტრის შეყვარება შესაძლებელია! - ცოდვა, რა თქმა უნდა, არ არის ის, თუ ასეთ

image
image თემა: მტრობა
ავტორი: ილია II

ასეთები სიყვარულის ნაკლულევანების გამო იტანჯებიან

არიან პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით შეპყრობილნი, ღვარძლით აღვსილნი, რომელნიც ირგვლივ სიძულვილს თესენ, და სხვაშიც მხოლოდ ბოროტებას ხედავენ. გავიხსენოთ, ერთდროს კეთილი მეფე საული, შურის და ეჭვის ნიადაგზე ისე დაეცა, წმ. დავით წინასწარმეტყველის მოკვლა სურდა, თუმც მხოლოდ მისი ფსალმუნები კურნავდა მის სულს.
ასეთი ადამიანები სიყვარულის ნაკლულევანების გამო იტანჯებიან. მათ, მართალია, ხშირად მწუხარება მოაქვთ მოყვასისათვის, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც საკუთარ თავს მტრობენ, რადგან სულიერი სიხარულისთვის სიცოცხლეშივე მკვდარნი არიან, იმქვეყნად კი უცილობელ სატანჯველს იმზადებენ. არიან პიროვნებანი, ბოროტის ქმნის სურვილით

image
image თემა: მტრობა
ავტორი: ილია II

არავინ ცდილობს ახლობელს ბოლომდე მოუსმინოს, რადგან მის დანაშაულში წინასწარ არის დარწმუნებული. ამას კი დაუსრულებელი განხეთქილება მოსდევს არავინ ცდილობს ახლობელს ბოლომდე მოუსმინოს

ადამიანები რომ გარჯილიყვნენ და უკეთ შეეცნოთ ერთმანეთი, მტრობა და შუღლი თავისთავად განქარდებოდა. ადამიანები რომ გარჯილიყვნენ და უკეთ შეეცნოთ

მტრებს ჩვენ ბევრად უფრო იოლად ამოვიცნობთ, ვიდრე მოკეთეებს. ბოროტმა უფრო იოლად შეიცნო ქრისტეში მტერი, ვიდრე ადამიანებმა - მეგობარი. მტრებს ჩვენ ბევრად უფრო იოლად ამოვიცნობთ

ჩვენი მტრები ხშირად გვიხსნიან იმ დამღუპველი განსაცდელისაგან, მოკეთეები უნებურად რომ გვიქმნიან, ჩვენს ახირებას არ ეწინააღმდეგებიან და სულის საზიანოდ ხელის გულზე გვატარებენ. ჩვენი მტრები ხშირად გვიხსნიან იმ დამღუპველი

ძალიან ხშირად ჩვენი მტრები კარგ სამსახურს გვიწევენ: მათ გაკიცხვას სიკეთე მოაქვს, მათი მხილება მაცხოვნებელია, თუკი ისინი ხორციელად გვნებენ, გვეხმარებიან, რომ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს და სული მოვიძიოთ. ძალიან ხშირად ჩვენი მტრები კარგ სამსახურს

ადამიანი მტერს წყევლა-კრულვას უგზავნის, უფრო ხშირად კი საკუთარი ცოდვის წყალობით მოყვარეს მტრად აქცევს. ადამიანი მტერს წყევლა-კრულვას უგზავნის, უფრო

მტრობა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები

2