შრომა - ციტატები, გამონათქვამები
შრომა - ციტატები, გამონათქვამები შრომა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
ადამიანი, რომელსაც შეუძლია და არ შრომობს და სხვის ხარჯზე ცხოვრებას ამჯობინებს, გაკიცხვასა და განსჯას იმსახურებს.
კარგ ოჯახში თითოეულ მის წევრს თავისი საქმე აქვს განსაზღვრული. პატარებმა მაგალითი, პირველ რიგში, მშობლებისაგან უნდა აიღონ. სახელმწიფოში კი ყოველ მის მოქალაქეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს მისი შრომის აუცილებლობა საერთო დოვლათის შესა... იხილეთ სრულად
როდესაც ვლაპარაკობთ სასწავლო პროგრამების რეორგანიზაციაზე, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ შრომის სწავლებაზეც, რათა აღვზარდოთ ისეთი პიროვნებები, რომელთათვისაც შრომა იქნება ბუნებრივი სასიცოცხლო მოთხოვნილება. სამწუხაროდ, არც ოჯახში, არც სკო... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტების ძიება რთული პროცესია, რუდუნებით სავსე, სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური შრომაა, რომლისათვისაც ყრმობიდანვე უნდა მოვამზადოთ მომავალი თაობა.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით.
სულიერი სიმაღლე მხოლოდ დიდი სულიერი შრომით, გამუდმებული თვითდაკვირვებით, ამქვეყნიურ საცდურთა დათრგუნვითა და დიდი სარწმუნოებით მიიღწევა.