აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები
აღზრდა - ციტატები, გამონათქვამები აღზრდა, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
კარგად უნდა ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და მათი საშუალებითაც უნდა გავუჩინოთ ახალგაზრდებს ღრმა აზროვნების სურვილი, ავისა და კარგის გარჩევის უნარი, გავუღვივოთ ინტერესი სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და კულტურისადმი, რათა დააფასონ სხვ... იხილეთ სრულად
უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ტელევიზორთან და ინტერნეტთან ატარებენ და, ფაქტობრივად, არავინ არის მათი სწორად ფორმირებისათვის ხელისშემწყობი, რადგან სკოლაც და უმაღ... იხილეთ სრულად
შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიე... იხილეთ სრულად
ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველეს ყოვლისა, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობელთაგანის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ... იხილეთ სრულად
ოჯახს თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ოჯახში ვიბადებით, ვიზრდებით, იქ ყალიბდება ჩვენი ზნეობრივი ნორმები.
მასწავლებელს ბავშვები უნდა უყვარდეს და მშობელივით უნდა მოექცეს მათ. ამასთან, თვითონაც უნდა შეაყვაროს მას თავისი თავიც და თავისი საგანიც. აუცილებელია, რომ იგი არ შემოიფარგლოს მხოლოდ საგნის სწავლებით და ცხოვრებისთვისაც მოამზადოს ისი... იხილეთ სრულად
აღზრდის საქმეში მასწავლებელს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც არ შეიძლება სკოლაში შემთხვევითი ადამიანები მუშაობდნენ. სამწუხაროდ, ამას ჩვენთან სათანადო ყურადღება არ ექცევა, რის გამოც ყველაზე მეტად მომავალი თაობა ზიანდება.
ანალიტიკური აზროვნება საჭიროა ბავშვობიდანვე ისწავლებოდეს. ამ საგნის შემოღება დიდად დაეხმარება ჩვენს ნიჭიერ ახალგაზრდებს, ადვილად დაეუფლონ თავის მომავალ სპეციალობებს.
უნდა ვეცადოთ, აღვზარდოთ ადამიანი შემოქმედებითად, ისე, რომ იგი გრძნობდეს მასზე დაკისრებულ მოვალეობას, აღიქვამდეს ჩვენს სახლს, დედამიწას, როგორც ერთიანს, მთლიანს, რომლის ჭერქვეშ ყველამ მშვიდობიანად უნდა იცხოვროს.