ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს
ეკლესიაში ადამიანები მარადიულობისთვის იწვრთნებიან!
ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს; ამიტომაც ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ ...
იხილეთ სრულად
ჩვენი მიწიერი ყოფა მგზავრობას ჰგავს; ამიტომაც ვისაც არ ახსოვს, რომ იგი სტუმარია წუთისოფლისა და დღეს თუ ხვალ მარადიულ ცხოვრებას უნდა ეზიაროს, გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს; ხოლო ვისაც შესწევს ძალა, მოსწყვიტოს თვალი მიწიერ საცდურთ და იგი ზეცას მიაპყროს, იგრძნობს, რომ "ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის მიმართ, არამედ... ამ წუთისოფლის სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ".
link
ჩვენ თვითონ ვქმნით ჩვენს მარადიულობას!
ჩვენი არსებობა ამ წუთისოფლით არ მთავრდება!
ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშ...
იხილეთ სრულად
ჩვენ მარადიული ნეტარებისთვის ვართ შექმნილნი; აქ, ამქვეყნიურ ყოფაში კი დროებითის და წარუვალის, მიწის და ზეცის კავშირით უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ სწრაფვა მარადიულობასთან სიახლოვისკენ მუდამ უნდა გვქონდეს, რაც, პირველ რიგში, ეკლესიის საშუალებით მიიღწევა.
link
მართალია, ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული.
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რ...
იხილეთ სრულად
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოვასწროთ ყოველივე იმის აღსრულება, რის გაკეთებასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რადგან არ ვუწყით, როდის წარვდგებით მარადიულობის კარიბჭესთან.
link
ორიენტირად ღმერთი და მისი ღირებულებები აირჩიე!
არსებობის ყოველ წუთს დიდი მნიშვნელობა აქვს!