მოყვასი - ციტატები, გამონათქვამები
ადამიანებს გათიშულობა სტანჯავთ და მეტი არაფერი. თანამედროვე ადამიანი გაუცხოებულია ახლობლებისაგან და არ ძალუძს, რომ მათ ძმები უწოდოს.
ყოველი დაბადებული ადამიანი – მოყვასია. მოყვასისათვის მიწოდებული ერთი ჭიქა წყალიც კი არ დაგეკარგებათ.
ქრისტიანული სიყვარული ჩვენ გვავალებს, თუ მოყვასი ჩვენ ისე გვიყვარს, როგორც თავი თვისი იმ შემთხვევაში ერთნაირად უნდა ვფიქრობდეთ, როგორც თავისი თავის, აგრეთვე მათ მთავარ დანიშნულებაზე, საუკუნო ცხოვნებაზე, მოკლედ, ჩვენ სხვების მიმართ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ მოყვასს სათნოვეყოფით ღვთისადმი და მოყვასისადმი სიყვარულის გამო, ჩვენი მაცხოვრის მაგალითის მიხედვით, რომელიც ქვეყნად მოვიდა არა იმიტომ, რომ თავის თავისთვის ესიამოვნებია, არამედ ჩვენი ხსნისათვის, რის გამო ბევრი შრომა, ავადმყ... იხილეთ სრულად
თუ ჩვენ მოყვასისასდმი ვიჩენთ რაიმე სამსახურს მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის, რომ მისგან სამაგიერო სამსახური მივიღოთ, მაშIნ ჩვენ არა ისე ვემსახურებით, როგორც ეს უნდა ვაკეთოთ ქრისტეს მოძღვრების მიხედვით. გარნა ასე მოყვასს წარმართე... იხილეთ სრულად
არ-დავიწყება მოვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა;
ვჰგმობ კაცსა აუგიანსა, ცრუსა და ღალატიანსა!
ვერ ვეცრუები, ვერ ვუზამ მას ხელმწიფესა მზიანსა.
რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასვლა-გვიანსა?!
გრძნობა ადამიანობისა, ქრისტიანობისა, მაღალზნეობისა – სხვა რა არის, თუ არ გულისტკივილი ყველასათვის საერთოდ და ძმათათვის განსაკუთრებით. აი ეს, სწორედ ეს გრძნობა ის ღონე უღონობისი, ის შემძლეობისა შეუძლებელისა, რომელიც სასწაულს აქმნევ... იხილეთ სრულად
ესე არაკი მართალი ჩინს ქვასა ზედა სწერია;
"ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია".
132. ნუ ამბობ, რომ ვინც უვნებოა, არ ძალუძს მას შეჭირვების განცდა, რადგან თუმცაღა თავისი თავის გამო არა, მაგრამ მოყვასის გამო ვალდებულია, რომ შეიჭირვებდეს.