სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები
სიზარმაცე, უდებება, მცონარობა - ციტატები, გამონათქვამები სიზარმაცე, უდებება, მცონარობა
თავი აიძულეთ სულიერი მოვალეობების შესასრულებლად, რადგან თავის იძულება მტკიცე კედელივითაა, რომელიც მდინარეს ხელს უშლის, ბაღი დატბოროს და მებაღის ნაშრომი გაანადგუროს. მაგრამ თუ ვზარმაცობთ, მაშინ მდინარე ბაღში შევარდება და ყველაფერს ... იხილეთ სრულად
გაუფრთხილდი შენ მიერ კარგად დაწყებულს; თავის მცირედ იძულებაში ნუ იზარმაცებ, რადგან ამის მისაღწევადაც საკმაო დრო იყო საჭირო!
თუ მცონარობა წარმატებულთათვისაც საზიანოა, რამდენად ავნებს იგი გამოუცდელებს! ამიტომ, შვილებო, თავი აიძულეთ, რადგან რაც უფრო ზარმაცობთ საკუთარი ცხონებისთვის ღვაწლში, მით მეტად ცდილობს მტერი ჩვენს წარწყმედას.
მცონარობას უფრთხილდით ლოცვაშიც და გულისსიტყვებთან მიმართებაშიც. გამონაკლისი არც მღვიძარების ღვაწლში სიზარმაცეა. ნუ ზარმაცობთ, შვილებო, რადგან უდებება საშინელი ბოროტებაა, ყველა ბილწი გულისთქმის მშობელი, ჯოჯოხეთის წინამორბედი და საზ... იხილეთ სრულად