ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვათა მიტევება, შენდობა - ციტატები, გამონათქვამები ცოდვათა მიტევება, შენდობა, გამონათქვამები
რა გულითაც განვეწყობით ძმის მიმართ, ღვთის გულიც ასე განეწყობა ჩვენდამი. არ გინდა ღმერთმა შეცდომები გაპატიოს? არ გინდა მთელი გულით შეგიყვაროს? შენც მთელი გულით შეიყვარე და მიუტევე.
როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს ძმას ჩემ მიმართ – ცუდი თუ კარგი – თუკი მიზნის მიღწევა და ღმერთთან შეერთება მსურს, ის სხვაგვარად უნდა დავინახო. ამიტომ იყო, რომ მამები არასოდეს ამართლებდნენ ადამიანებს, განსაკუთრებით მონაზვნებ... იხილეთ სრულად
გიყვარდეთ, მოითმინეთ, სხვის შეცდომებზე თვალი დახუჭეთ, ნუ განრისხდებით, ნუ გაცეცხლდებით, შეუნდეთ ერთმანეთს, რომ ამით ქრისტეს მიემსგავსოთ და სასუფეველში მისი სიახლოვის ღირსნი გახდეთ.