ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე, უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ც...
იხილეთ სრულად
ოჯახში ნორმალური ცხოვრების დამკვიდრებისთვის აუცილებელია უფროსის პატივისცემა, იერარქიის დაცვა, მოთმინების უნარი. ასევე, უდიდესი სათნოებაა თავდადება. ღირსეული მეუღლენი ერთმანეთისა და შვილებისადმი სწორედ მსხვერპლშეწირული სიყვარულით ცხოვრობენ, რაც მოყვასისადმი მათ ქრისტიანულ დამოკიდებულებას განაპირობებს.
მორჩილება უმთავრესია, ლოცვასა და მარხვაზე მთავარიც კი! არ შედრკე და თანამოძმეთაგან წყენა უდრტვინველად დაითმინე, რადგან ბერი, ვითარცა ხმალი, ყველასაგან ნაცემი და ნაბეგვი უნდა იყოს. არ არის წინამძღვრის განკითხვასა და მისდამი დაუმორჩ...
იხილეთ სრულად
მორჩილება უმთავრესია, ლოცვასა და მარხვაზე მთავარიც კი! არ შედრკე და თანამოძმეთაგან წყენა უდრტვინველად დაითმინე, რადგან ბერი, ვითარცა ხმალი, ყველასაგან ნაცემი და ნაბეგვი უნდა იყოს. არ არის წინამძღვრის განკითხვასა და მისდამი დაუმორჩილებლობაზე დიდი ცოდვა.
სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი, უფრო მეტად კი - დედა მისი, ის არის ძალა გონებისა, რადგან ნათქვამია: უფალმა "ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი" (ფლ. 24, 9) ის არის ცოდვათა შენდობის მომნიჭებელი, ლოცვაში - კა...
იხილეთ სრულად
სიმშვიდე არის მოთმინების განმამტკიცებელი და სიყვარულის კარი, უფრო მეტად კი - დედა მისი, ის არის ძალა გონებისა, რადგან ნათქვამია: უფალმა "ასწავლნეს მშვიდთა გზანი მისნი" (ფლ. 24, 9) ის არის ცოდვათა შენდობის მომნიჭებელი, ლოცვაში - კადნიერება, ის სულიწმიდის სამკვიდრებელია, რადგან სულიწმიდა ამბობს: ვის მივაპყრობ მზერას - გლახაკს და ჩემი სიტყვების მოშიშს (ეს. 66, 2)