სულიერი დაცემა - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი დაცემა - ციტატები, გამონათქვამები სულიერი დაცემა, გამონათქვამები, ციტატები
შვილო, ყველაფრის არსი ერთია: ეცემი ამპარტავნების სულისგან, მისი დების – ცუდადმზვაობრობისა და თავმოწონებისგან და მათი თანაშემწეების – ბილწი და გმობის გულისსიტყვებისგან.
ფრთხილად იყავი, შვილო, არავინ განიკითხო, რადგან ვინც მოყვასს განიკითხავს, ღმერთი მის დაცემას დაუშვებს და ამით უძლური ძმის თანაგრძნობას ასწავლის.
უნებლიე დაცემის გამო სასოწარკვეთა ნუ დაგეუფლებათ, თუნდაც ეს მუდმივად მეორდებოდეს. ჩვენი მიზანია, ზურგი არ ვუჩვენოთ მტერს, რომ ღვთის წინაშე არ იტრაბახოს და უფალი არ დავამწუხროთ.
თუ არ შეგვებრძოლებიან, როგორ გამოჩნდება, რომ ქრისტეს მხედრები ვართ? მეომარი, შესაძლოა, ომში დაშავდეს, მაგრამ ეს მის დამარცხებას როდი ნიშნავს. და თუნდაც გვძლიონ, ისევ წამოვდგებით და ბრძოლას გავაგრძელებთ.
ნუ დაკარგავთ მხნეობას. ხანდახან ღვთის მადლი – ჩვენი წმინდა გამზრდელი – მიგვატოვებს ხოლმე და სასაცილო, შეუფერებელი გულისსიტყვით თუ სიტყვით ვეცემით. ეს იმიტომ ხდება, რომ დავმდაბლდეთ, თავი არ ავიმაღლოთ, საკუთარი უძლურება შევიცნოთ და ... იხილეთ სრულად
სახიერმა ღმერთმა ჩვენი დაცემა აღმადგინებელი წამლის გარეშე არ დატოვა, რისი მეშვეობითაც კვლავ მისკენ მივიქცევით და დაცემა გამარჯვების მიზეზი გახდება. ყველას, ვინც საკუთარ თავს ცხონებისთვის აიძულებს, წმინდა წერილი რწმენით გამართლე... იხილეთ სრულად