სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები
სიმართლე - ციტატები, გამონათქვამები სიმართლე, გამონათქვამები, ციტატები
სიმართლეს სიცრუის მანქანა რეალურად ვერასდროს გაუსწორებს თვალს, მოტყუებით კი, - მრავალთ აცდუნებს. ამიტომაც აუცილებელია საღვთო ჭეშმარიტების ცოდნა, თანაც ღრმა ცოდნა, რადგან ბოროტი ძალა ამ მხრივაც ფრიად მანიპულირებს.
იყავით გულწრფელნი თქვენს ყველა მოქმედებასა და სიტყვაში. ნუ იცრუებთ, სიმართლე ილაპარაკეთ.
ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან.
თ. 26-28
მარადიულმა ლოგოსმა ჩვენს გულებში სიმართლის გრძნობა მოიტანა, რათა ჩვენ შეგვეძინა მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან.
ვინც ამქვეყნად სიმართლეს დევნის, ერთი შეხედვით გამარჯვებული ჩანს, მაგრამ სინამდვილეში გამარჯვება მას ეკუთვნის, ვინც სიმართლისათვის დევნილია.