წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა დიდსა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრუ...
იხილეთ სრულად
წმიდამან ეკლესიამან ისე კეთილად და ბრძნად დააწესა წმიდასა დიდსა მარხვასა შინა კითხვა, ლოცვა, გალობა და ყოველივე დაწყობილება საღმრთოსა მსახურებისა, რომელ შესაძლებელი არ არის არ გაიღვიძოს და არ შეინანოს კაცმა ცოდვილმა, უკეთუ იგი სრულიად არ არის მკვდარი. რაც რომ კი არის მაღალი, კაცის გულის შემმუსვრელი და გრძნობად მომყვანებელი, ვითარცა საღმრთოსა წერილსა შინა, ეგრეთვე თხზულებათა შინა წმიდათა მამათასა, ესე ყოველივე განგებ შეკრიბა წმიდამან ეკლესიამან დღ...
link
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ც...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტად, ძმანო ქრისტიანენო, თუ ოდესმე შესაძლებელი არის განღვიძება ცოდვილისა ძილისაგან ცოდვათასა, ეს ახლა, დღეთა ამათ შინა მარხვისათა; თუ ოდესმე შეიძლება სთქვას კაცმა, ახლა არის ჟამი განღვიძებად და ახლა არის უმახლობელეს ჩვენდა ცხოვნება, ეს იქნება აწ, განმვალობასა შინა დიდისა მარხვისასა.
link
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე,...
იხილეთ სრულად
დიდი მარხვის მოახლოებისას, მრავალ განსაცდელსა და შფოთს აღძრავენ ჩვენზე, საძაგელი ეშმაკები. რადგან ჩვენც სწორედ ამ დროს ჩვეულებრივზე მეტად ვავიწროვებთ მათ მარხვითა და ლოცვით, ისინიც მეტად სასტიკდებიან ჩვენს მიმართ. მაშ ასე, იზრუნე, რომ გვირგვინები მოიხვეჭო ღვაწლის ამ სარბიელზე. მეტად ქველი უნდა გახდე. მკერდით უნდა აღუდგე ამ უხორცოებს. ნუ შეგეშინდება მათი
link