ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები
ბიბლია - ციტატები, გამონათქვამები ბიბლია, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მოსმენილი ღვთის სიტყვა (მქადაგებლის ბაგიდან ან წაკითხული წმიდა წერილი) მეტად საზიანოდ გადაიქცევა იმისთვის, ვინც ისმენს და მისი მეშვეობით არ გამოსწორდება
საღვთო წერილს საკითხავად რომ ჩაუჯდები, უპირველესად მოუწოდე უფალს, რათა განაღოს შენი გულის თვალი იმისათვის, რომ არა მხოლოდ გაიგო დაწერილი, არამედ აღასრულო კიდეც იგი, ვინაიდან ის, ვინც კითხულობს და ასე არ იქმს, საღვთო წერილის მოძულე... იხილეთ სრულად
რაც წმიდა წერილშია ნათქვამი, ნათქვამია არა იმიტომ, რომ ჩვენ (მხოლოდ) ვიცოდეთ იგი, არამედ იმიტომ, რომ აღვასრულოთ
ჩვენ ისე უნდა ვიფიქროთ, როგორც წმინდა წერილი ამბობს, და არ ვაიძულოთ იგი, ილაპარაკოს ისე, როგორც ჩვენ ვფიქრობთ.
იმისდა მიხედვით, თუ როგორ ესმის წმიდა წერილი, შესაძლებელია დავინახოთ, თუ როგორია თავად ადამიანი და როგორი გახდა იგი. მისი აღქმა შეესაბამება იმ დონეს, რომელზეც იგი იმყოფება. თუ ჯერ კიდევ ბუნებრივ ცხოვრებას ეწევა, წმიდა წერილში იგი ... იხილეთ სრულად
ვისაც ბიბლია აქვს, იგი მას დიდ სარგებლობას მოუტანს და უდიდეს ნუგეშს მიანიჭებს. ხშირად ამ წმიდა წიგნისკენ მიმართული მხოლოდ ერთი მზერაც კი ცოდვის ჩადენის სურვილს გვიქარწყლებს
ყველას ვურჩევ, შეიძინოს ბიბლია, ან უკიდურეს შემთხვევაში, ახალი აღთქმა! ეს წიგნები ყოველთვის თქვენს განსწავლას წაადგება
როგორც ბუნებრივი შუქის ნაკლებობისას ადამიანი ვერ ივლის საჭირო გზით, ასევე საღმრთო წერილის სხივით გაუნათლებელი ადამიანი იძულებულია, განუწყვეტლივ შესცოდოს ბევრ რამეში, ვინაიდან ღრმა უკუნეთში დახეტიალობს.
წმიდა წერილი ყოველი ჩვენთაგანისთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო და უპირველესი სამაგიდო წიგნი მთელი ცხოვრების განმავლობაში