სიბილწე, უწმინდურობა - ციტატები, გამონათქვამები
თუ გრცხვენია, რომ ჩვენი მსგავსი ადამიანები ჩვენი საქმეების გაშიშვლებულ უწმინდურებას ხედავენ, გავიხსენოთ, რომ ყოვლადწმიდა უფალი და მისი წმიდანები ხედავენ ჩვენში ვნებიანი ზრახვებისა და ხორციელი სურვილების ფარულ უწმინდურებას.
არაწმიდანი გარეგნულად ცოცხლები კი არიან, მაგრამ გარდაცვლილებზე უფრო უბედურად გრძნობენ თავს.
ბავშვების მიმართ დაუდევრობა ერთ-ერთი უმძიმესი ცოდვაა და ეს უწმინდურების უკიდურესი ხარისხია.
საღვთო სიწმინდე და სიმართლე ურთიერთისგან განუყოფელია. ღმერთი ყველას მოუხმობს მასში, მის სასუფეველში, ანუ საღვთო სიწმინდეში მარადიული ცხოვრებისაკენ. ოღონდ, ღვთის სასუფეველში ვერ შევა ვერაფერი უწმინდური. ღმერთი განგვწმენდს თავისი სა... იხილეთ სრულად
იმდენად არ სწყინს ღმერთს წარმართის უწმიდური ცხოვრება, რამდენადაც ქრისტიანის გარყვნილება.
უწმინდურებს ეშინიათ იქ, სადაც შიში საერთოდ არ არსებობს (ფს. 52, 6); ხოლო სადაც შიში საჭიროა, იქ უშიშარნი არიან.
რაც უფრო წარემატება ადამიანი სათნოებებში, მით მეტად უძნელდება სხვათა არაწმიდების დაჯერება.
საშინელია ხვედრი არაწმიდა მწერლებისა: მათ სიკვდილის შემდეგაც მოაქვთ ზიანი
არაწმიდება დახელოვნებულ სიტყვაში უფრო მეტი ბოროტების მომტანია, ვიდრე - გაუნათლებლობა.
ვინც ჯერ სათნოებებში წარემატება, შემდეგ კი კვლავ ბილწ ჩვეულებებს მიუბრუნდება, არა მარტო კარგავს ჯილდოს ძველი ღვაწლისათვის, არამედ ათასგზის სასჯელს ექვემდებარება, როგორც იგი, ვინც კეთილ საქმეთა აღსრულების სიტკბო შეიცნო.