რელიგია - ციტატები, გამონათქვამები
რელიგია - ციტატები, გამონათქვამები რელიგია, გამონათქვამები, ციტატები
განა შეიძლება მეცნიერება და რწმენა დაუპირისპირდეს ერთმანეთს, როცა ისინი ადამიანის შემოქმედებითი აზროვნების სრულიად განსხვავებულ სფეროებს მიეკუთვნებიან: ერთი ფიზიკურს, ხოლო მეორე სულიერს? ისინი კი არ უპირისპირდებიან, არამედ ავსებენ... იხილეთ სრულად
უფლისადმი ჩემი რწმენა არ მიშლის ვეზიარო ჭეშმარიტ მეცნიერებას. პროგრესული მეცნიერება ჭეშმარიტ სარწმუნოებასთან სრულ ჰარმონიაშია. საუკეთესონი არასოდეს დავობენ, მათ ერთმანეთის ესმით და ერთმანეთი უყვართ, მდაბიონი კი მუდამ ერთმანეთს ეკა... იხილეთ სრულად
სარწმუნოებას მეცნიერებისათვის სულის შთაბერვა ძალუძს, ხოლო მეცნიერებას თავისი ძალისხმევით შეუძლია განამტკიცოს სარწმუნოება.
თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.
რელიგია უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიო კულტურასა და ცივილიზაციაზე, რადგან იგი აზროვნების ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელი ფაქტორია. აზროვნება კი ქმნის კულტურას. აღსანიშნავია ისიც, რომ, თავის მხრივ, კულტურასაც შეუძლია შეცვალოს ცა... იხილეთ სრულად
ოდენ ჭეშმარიტ რელიგიას აქვს უნარი განაახლოს ჩვენი სულიერი სამყარო, რადგან მხოლოდ მასში არის შესაძლებელი ადამიანთა ნებაყოფლობითი დაქვემდებარება ზნეობრივი საწყისისადმი, რომელთან მიმართებაშიც ყველა თანასწორია (ტომი III, გვ.14).
მართლმადიდებლობის გარდა ამქვეყნად არსებული ყველა რელიგია მცდარია და ვერ აცხოვნებს ადამიანს. მცდარი რელიგია დასცინის კაცს. თითოეულ ჩვენთაგანს გარდაცვალებისთანავე გაუცხადდება, რამდენად მყარია ის, რასაც მიანდო თვისი სასოება. როგორ შე... იხილეთ სრულად
დაიცავი გონება და გული ცრუმოძღვრებათაგან. ნუ ისაუბრებ ქრისტიანობის შესახებ ცრუ აზრებით მოწამლულ ადამიანებთან. ნუ წაიკითხავ ცრუმოძღვართა მიერ ქრისტიანობის შესახებ დაწერილ წიგნებს. ჭეშმარიტებაში სულიწმიდა მკვიდრობს, სული ჭეშმარიტები... იხილეთ სრულად