ღვთის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები
ღვთის ხსოვნა - ციტატები, გამონათქვამები ღვთის ხსოვნა, გამონათქვამები, ციტატები
ღვთის ხსსენებაში განმარტოებით მჯდომარემ, გონება განათავისუფლე ყველაფრისაგან და ერთი ღვთისაკენ ისწრაფე, მის წინაშე ღვარე ცრემლი და გამოთქვი გულიდან ყველაფერი და მიეკარი მას სიყვარულით. უფლის ხსოვნა არის გონივრული ჭვრეტა ღვთისა, რომ... იხილეთ სრულად
თუ უფალს ყოველთვის ვუჭვრეტთ გონებით, თუკი მუდმივად გვემახსოვრება იგი, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ადვილი, ყველაფერი მოსათმენი გახდება, ყოველივეს თავისუფლად ავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით.
ყველა შენი საქმე განასულიერე ღმერთის ხსოვნით; ვინაიდან ღვთის გარეშე ცოდვის გარდა ვერაფერს გააკეთებ.
ღვთის წინაშე სვლა, ანუ ხშირი, შეძლებისდაგვარად მუდმივი ხსოვნა უფლისა, არა მხოლოდ არ გააძნელებს ყოფითი საქმეების წინსვლას, არამედ კიდევ უფრო გააადვილებს მათ დაგვირგვინებას უმეტესი წარმატებით, ვინაიდან თუ ღმერთს გონებით მიუახლოვდება... იხილეთ სრულად
ღვთის ხსოვნა არა მხოლოდ არ აბრკოლებს ჩვენს მეცადინეობას, პირიქით, მათ სასიამოვნოს ხდის. როცა კეთილ მეგობართან ერთად ვიმყოფებით, მისი თანდასწრებითაც ვაგრძელებთ იმის კეთებას, რასაც მის გარეშე ვაკეთებდით, და კიდევ უფრო მეტი ხალისითა ... იხილეთ სრულად
უფლის გახსენების ჟამს გაამრავლე თხოვნა, რომ როცა დაივიწყებ უფალს, მან არ დაგივიწყოს.
ყოველჟამს გაიხსენე ღმერთი და იგი გაგიხსენებს მაშინ, როცა თავს უბედურება დაგატყდება.