ღმრთისმეტყველება - ციტატები, გამონათქვამები
მქადაგებელი კეთილი საქმეებისა და უბიწო ცხოვრების გარეშე - რომელიც ასწავლის და არ ქმნის, ვერავითარ სარგებელს ვერ მოუტანს თავის მსმენელებს და მიემსგავსება ქუხილს - ელვის გარეშე, ისრის გარეშე დაჭიმულ მშვილდს, მარტო იქუხებს და მხოლოდ ... იხილეთ სრულად
ვინც თავისი თანამდებობის გამო, ვალდებულია, სიწმიდეზე ილაპარაკოს, იგი ვალდებულია აგრეთვე, თავისი ცხოვრებითაც სიწმიდეს წარმოადგენდეს.
ადამიანს, რომელსაც არასოდეს უგემია თაფლი და ცდილობს, სხვას აუხსნას, რა ტკბილია იგი, ჰგვანან მოძღვრები, რომლებიც სულიერ სწავლებებს ქადაგებენ და თვითონ არასოდეს უგემიათ და გამოუცდიათ იგი.
სიტყვა, რომელსაც ინტელექტის საშუალებით წარმოსთქვამენ, სულს ვერ შეცვლის იმიტომ, რომ იგი ხორცია. სულის შეცვლა სულიწმიდისაგან შობილ ღვთის სიტყვას ძალუძს, რომელიც ღვთიურ ენერგიას ფლობს. სულიწმიდა ტექნიკის საშუალებით არ გარდამოდის. ამი... იხილეთ სრულად
თუ გსურს იყო ღვთისმეტყველი და გახდე ღვთაებრივის ღირსი, დაიცავი კანონები; ღვთის მცნებებით იარე მაღალი მიზნისკენ, რადგან განჭვრეტისკენ ზესვლაა ეს.
იმას, რისი დანახვაც შეგიძლია, შენი თვალით უმზირე, ხოლო უხილავისა და მარადიულის მსჯელობისას ღვთის სიტყვას დაეყრდენი
ვისაც არ გააჩნია სიმდაბლე - უკიდურესი თავის დამდაბლებით, მას არ შეუძლია, იმსჯელოს ღვთის დიდებულებაზე
როგორც სახიფათოა ტანისამოსით ცურვა, ასევე სახიფათოა ღვთისმეტყველებასთან შეხება იმ ადამიანისათვის, ვისაც რაიმე ვნება აქვს
იმისათვის, რომ ღვთის უმაღლესი შეცნობა მოიპოვოს, ადამიანი უეჭველად უნდა ვიდოდეს მისი გამოცხადების ნათელში, რათა, თავისი წარმოსახვის მიხედვით არ შეადგინოს უმაღლეს არსზე თავისებური წარმოდგენა, რომელიც უფლის დიდებასა და სიწმიდეს არ შე... იხილეთ სრულად
ძალიან სახიფათოა ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა