მდუმარება - ციტატები, გამონათქვამები
ბევრს ნუ ილაპარაკებ, შვილო, რადგან მრავლისმეტყველება შენს სულს საღვთო შურს უკარგავს. შეიყვარე მდუმარება – ყველა სათნოების მშობელი. ის სულს ისე შემოზღუდავს, რომ მას ეშმაკის ბოროტება ვეღარ შეეხება.
იესოს შვილო, რა ადგილი მივუჩინო სულიერ ხედვას, რომლის სათავეც მდუმარებაა? აგვეხილება გონების თვალი და თაფლზე უტკბეს იესოს ვიხილავთ! სჯულიერი მდუმარება და ყურადღებიანი გონება ახალ სასწაულებს აღმოაცენებს! შენ ეს იცი. მაშ, იბრძოლე... იხილეთ სრულად
მუშაობის დროს საუბარს მოერიდეთ. მხოლოდ ერთი-ორი მოზომილი სიტყვა თქვით, ისიც, როცა საჭიროა. ხელებმა ხორცისთვის იშრომონ, გონებამ კი ქრისტეს უტკბესი სახელი იმეოროს, რომ უზრუნველვყოთ სულის მოთხოვნილება, რომელსაც წუთითაც არ უნდა ვივიწყ... იხილეთ სრულად
დადუმდით, რომ ილოცოთ. მოლაპარაკე ადამიანი განა შეძლებს თავი დააღწიოს უქმადმეტყველებას, რომელიც შობს სულის დამამძიმებელ ბოროტ სიტყვებს? თითოეულ ასეთ სიტყვაზე ადამიანი პასუხს აგებს.
თუ ყურადღებით არ ვიქნებით, განკითხვის ცოდვა დაგვიგროვდება და მაშინ სინანულია საჭირო. რამდენჯერ უნანია ადამიანს თავისი ნათქვამის გამო? გავიხსენოთ აბბა არსენის სიტყვები: „ლაპარაკის გამო ბევრჯერ მინანია, დუმილისთვის კი არასდროს“.