სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები
სიცრუე - ციტატები, გამონათქვამები სიცრუე, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
"მე ვარ აღდგომა" და ცხორებაჲ, - ბრძანებს უფალი, - რომელსა ჰრწმენენ ჩემი მო-ღათუ-კუდეს, ცხოვნდესვე, და ყოველი, რომელი ცოცხალი არს და ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე" (იოანე 11,25-26). აღდგომილი მაცხოვარი არის უტყუარი მტკი... იხილეთ სრულად
ეკლესიის ვალია, დაეხმაროს დაცემულ პიროვნებას, რათა განეშოროს იგი სიბილწეს, სიცრუეს, პოვოს ჭეშმარიტება და აღიაროს იგი.
ჩვენ უნდა განვეშოროთ არა მარტო უხეშ ტყუილს, არამედ სხვებისთვის ხშირად ძნელად შესამჩნევ დახვეწილ სიცრუესაც. ნახევრად სიმართლე არის თვისება თანამედროვე ადამიანისა. ღვთის წყალობით უნდა განვთავისუფლდეთ ამ სენისაგან.
უწყლოდ და ულუკმაპუროდ ადამიანი ფიზიკურად კვდება, სიმართლის გარეშე კი - კვდება მეორე ანუ სულიერი სიკვდილით.
აღმოსავლეთის ერთ-ერთმა მბრძანებელმა გადაწყვიტა, დაეახლოვებინა ისეთი პიროვნება, რომელიც იქნებოდა არა მარტო გონიერი და უნარიანი, არამედ ერთგული და სანდო. ერთხელ იხმო ხუთი ქვეშევრდომი, სხვათაგან სიბრძნით გამორჩეული. მეფეს თითებზე ... იხილეთ სრულად
მინდა ასეთი მაგალითი მოვიტანო ამერიკის პირველი პრეზიდენტის, ჯორჯ ვაშინგტონის ცხოვრებიდან: როცა მას ცხრა წელი შეუსრულდა, მამამ დაბადების დღისათვის პატარა ცული უყიდა. გახარებული ბიჭუნა ბაღში გაიქცა იმ გადაწყვეტილებით, რომ მაშინვე... იხილეთ სრულად
ცნობილი ფილოსოფოსის ვლადიმერ სოლოვიოვის სტატიაში "ცხოვრების სულიერი საფუძვლები" წერია: "ჩვენ ცოდვის სამ მთავარ სახეს ვიცნობთ: მგრძნობელობითს - ხორციელ ცოდვას ანუ ავხორცობას, რომლის საწყისი ფორმა შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა - ... იხილეთ სრულად
ჭეშმარიტებას სული წმიდა ახლავს თან: იგია სული ჭეშმარიტებისა. სიცრუეს კი თან ახლავს და შეეწევა სატანისეული სული, რომელიც არის ტყუილი და მამა ტყუილისა.
ტყუილი არის წყარო და მიზეზი საუკუნო სიკვდილისა, და პირიქით, ჭეშმარიტება არის ცხონების წყარო და მიზეზი, როგორც თვით უფალმა თქვა (იქვე, 32).
როგორ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვთისთვის საძაგელი არაა ღორმუცელობა, მემთვრალეობა და სიცრუე, როდესაც თვით უფალმა ბრძანა, რომ იგი დაღუპავს "ყოველთა, რომელნი იტყვიან სიცრუვესა" (ფს. 5, 6) და რომ მოსწყურდებათ გამაძღართ: "ვაი თქუენდა, გამ... იხილეთ სრულად