მადლიერება - ციტატები, გამონათქვამები
მადლიერება - ციტატები, გამონათქვამები მადლიერება, გამონათქვამები, ციტატები
მოვიდა კეთილდღეობა – მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება – მადლობდე უფალს და იგი დასრულდება.
მადლიერება – ეს არის გრძნობა, რომელიც სიკეთისა და შეწევნის მოქმედში, უპირველეს ყოვლისა, უანგარობას უნდა ხედავდეს.
მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის! – ეს ფრაზა სასიკვდილო იარას აყენებს ეშმაკს, ხოლო ნებისმიერ განსაცდელში მყოფ ღვთის მმადლიერებელს ნუგეშს და მხნეობას სძენს. ნურასდროს შეწყვეტ ღვთის მადლიერებას, განსაკუთრებით კი მწუხარებისა და განსაცდე... იხილეთ სრულად
როდესაც განსაცდელი დაგატყდება თავს, ნუ გამოიძიებ, თუ საიდან და რისთვის არის იგი, არამედ იმაზე იზრუნე, რომ მადლიერებით, მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე გადაიტანო.
მთელი გულით ვიყოთ ღვთის მადლობელნი ყველაფრისათვის, რაც მას ჩვენდა მოსავლენად ნებავს, განსაცდელსა და ავადმყოფობებს უფალი მრისხანების გამო ან დასასჯელად კი არ გვივლენს, არამედ ჩვენდა იმ სიყვარულის გამო, თუმცა ამას ყველა ყოველთვის რო... იხილეთ სრულად