კეთილდღეობა - ციტატები, გამონათქვამები
კეთილდღეობა - ციტატები, გამონათქვამები კეთილდღეობა, გამონათქვამები, ციტატები
მწუხარება ან ტანჯვა-წამება მტკივნეული, თუმცა კი - მხსნელი ოპერაციაა, რომლითაც სულის ექიმი მისგან უხეშ წანაზარდებს კვეთს; ამ აზრით, ადამიანის დასჯა, კეთილდღეობის დაკარგვა, მასზედ მწუხარებების, დანაკარგების, ავადმყოფობების მოწევნა, ... იხილეთ სრულად
მიწაზე ყველაზე კეთილდღეობითი ცხოვრება აღსავსეა გაუთვალისწინებელი წყენით, დაუკმაყოფილებელი სურვილებით, მძიმე, არცთუ იშვიათად დამქანცველი შრომით. რისთვის არის ეს დაშვებული ღვთის განგებულებისგან, თუ არა იმისთვის, რომელმაც იმ ნეტარები... იხილეთ სრულად
მართალია, ჩვენი აზრით მრავალნი კეთილდღეობაში ცხოვრობენ, მაგრამ მაინც არ არსებობს ისეთი კეთილდღეობა, რომელსაც ავი დღეების სიმწარე არ ახლდეს.
კეთილდღეობა შეიძლება, სიღარიბეზე საშიშიც იყოს და უბედურება კეთილდღეობაზე მაცხოვნებელი. ნუ შეგშურდება კეთილდღეობაში მყოფის და უბედურებისას გულს ნუ გაიტეხ.
ადამიანის ჭეშმარიტი კეთილდღეობა ვნებათაგან გათავისუფლებაში მდგომარეობს; ვნებათა შეკავება მხოლოდ რწმენით, ღვთისმოსაობით და სიმტკიცითაა შესაძლებელი.
ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი მოყვასის კეთილდღეობით; რა შეიძლება იყოს ამაზე საძაგელი?
ჭეშმარიტად სასარგებლო ის არის, რაც შესაძლოა, მარადიულ ცხოვრებას ემსახურებოდეს და არა - კეთილდღეობასა და მიწიერ სიხარულს.
ისე არაფერი სჭირდება ადამიანს, როგორც რწმენა. მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ მომავალი ცხოვრების ნეტარება, არამედ - კეთილდღეობა დღევანდელ ცხოვრებაში, და არა მხოლოდ ყოველი ჩვენთაგანის კეთილდღეობა, არამედ საზოგადოებისა.
მოვიდა კეთილდღეობა - მადლობდე უფალს, და კეთილდღეობა მყარი იქნება. მოვიდა უბედურება - მადლობდე უფალს და იგი დასრულდება