სულიერი ფერისცვალება - ციტატები, გამონათქვამები
სულიერი ფერისცვალება - ციტატები, გამონათქვამები სულიერი ფერისცვალება, გამონათქვამები
აღსრულდა ყოვლადწმინდა სამების საღვთო განგება, ახდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16). მაცხოვარი მოვიდა წუთისოფელში, რომელიც ძალადობით, დაპირისპირებითა და ბოროტებით არის სავსე. მოვიდა, რათა ... იხილეთ სრულად
სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან სულიწმინდა აქ მოქმედებს მთელი ძალით და აქ აღესრულება საიდუმლონი, რომელნიც განწმენდენ და განანათლებენ მორწმუნეთ.
გავიხსენოთ მეზვერე ზაქე წმინდა სახარებიდან. უფალთან შეხვედრამ იგი ისე შეცვალა, რომ უფალს აღუთქვა მებაჟეობისას ხალხისგან უსამართლოდ წართმეულ ზედმეტს ოთხწილად დაუბრუნებდა უკან ყველას, რადგან იგრძნო თავისი დანაშაულის სიმძიმე. ღ... იხილეთ სრულად
გავიხსენოთ ავაზაკი, რომელმაც სულიერი ფერისცვალება სიკვდილის წინ, ჯვარზე გაკრულმა, განიცადა და მაშინვე ღირსი გახდა, პირველი შესულიყო სასუფეველში.
სულიერი ფერისცვალებისათვის აუცილებელია ადამიანის ხელახლა შობა, მისი სრული შინაგანი სახეცვლილება.
მორწმუნე ადამიანი სულ სხვანაირად აღიქვამს სამყაროს; მასში ხდება სრული სულიერი ფერისცვალება, იცვლება აზროვნება, იწმიდება გული...